როგორ განმარტავს თურნავა ეროვნული ბანკის მიერ გადაწყვეტილების 2 დღეში შეცვლას
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
რა ხდება: 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ პაკეტზე განაცხადა — სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელსაც FSB იყენებდა "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
- 18 სექტემბერს, ბიემჯიმ გაავრცელება ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა.
- მისი თქმით, უცხოელს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მაგრამ "როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს".
- კრიტიკის შემდეგ, 19 სექტემბერს, სებ-მა გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ცვლილება იმეორებს კობახიძის რიტორიკას და გულისხმობს გამონაკლისის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- ბრძანებას ხელს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აწერს და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
სებ-ის ბრძანებას გამოეხმაურა ორი უმსხვილესი ბანკი ქვეყანაში, თიბისი და საქართველოს ბანკი.
- "ჩვენ ვიყავით და ვრჩებით აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების შესაბამისობაში", — უთხრეს On.ge-ს თიბისი ბანკში.
- "ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ-ს, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", — უთხრეს On.ge-ის საქართველოს ბანკში.
- გარდა ამისა, დღეს 17:00 საათზე ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა — ეს მოწოდება რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა გააჟღერა.
- თიბისის დამფუძნებელი, ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა განმარტოს, როგორ შეცვალა 2 დღეში გადაწყვეტილება.
- ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ნათია თურნავას უნდა დაუწესდეს საერთაშორისო სანქციები და პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტი, რადგან მან ქვეყანა ჩააყენა უდიდესი რისკის ქვეშ.
რა თქვა თურნავამ: დღეს გამართულ ბრიფინგზე ის ამტკიცებდა, თითქოს ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს.
- "ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას, ან სანქციებიდან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა", — ამტკიცებდა ის.
- ამავდროულად იმეორებდა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია არიან, ასრულებენ და პატივს სცემენ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ მათ ქმედებებში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით.
- რაც შეეხება გადაწყვეტილების 2 დღეში შეცვლას, თურნავას განმარტებით, აქამდე სანქციებს ავტომატურად აღასრულებდნენ და ეს მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაშიც, მაგრამ რადგან პირველი პრეცედენტი დადგა, როცა სანქცირებული საქართველოს მოქალაქე იყო, ცვლილებები გახდა საჭირო.
- "ზოგადად ჩვენი საფინანსო სისტემა და ეროვნული ბანკი სანქციების რეჟიმებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არის დაწესებული აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მიერ, ასრულებს და მიყვება გასული წლის თებერვლიდან. აქამდე აღსრულება მოქმედი წესის მიხედვით ხდებოდა ავტომატურად. ანუ, კონკრეტული პირის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის შემთხვევაში ჩვენი საბანკო სისტემა აღასრულებდა ამას და არ იყო საჭირო რაიმე ცალკეული, ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება ეროვნული ბანკის მხრიდან", — განაცხადა მან.
- "ამჯერადაც, როცა დადგა პირველი პრეცედენტი, როცა საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა სანქცირებულთა სიაში, თავდაპირველად მოხდა სწორედ ასეთი ავტომატური აღსრულება, მაგრამ ვინაიდან ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქეს, რა თქმა უნდა, მართებულად დაისვა საკითხი, ასეთი უპირობო შესრულება, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას, რამდენად იცავს უდანაშაულობის პრეცუმფციას და რამდენად კანონიერია", — ამტკიცებდა ის.
- ბიემჯის ჟურნალისტმა თურნავას უთხრა, რომ მათ მიწოდებულ განცხადებაში ჩანდა, რომ საფინანსო სექტორი აგრძელებდა ამ სანქციების აღსრულებას და ქართული ოცნების განცხადებების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა თქვა ის, რაც თქვა — მან იკითხა, რატომ ითქვა პირველ დღეს სანქციების ასრულებაზე და რატომ შეიცვალა პოზიცია მეორე დღეს, იმ დღეს არ იყო ცნობილი, რომ ეს იყო კონსტიტუციის დარღვევა.
- "ჩვენ მოგაწოდეთ ინფორმაცია, რა სტატუსი იყო იმ მომენტისთვის, ჩვენ მაშინ ჯერ გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით შეიძლებოდა რომ დაგვეზუსტებინა სანქციების აღსრულების რეგულაცია, მიღებული არ გვქონდა. როგორც კი დავაზუსტეთ, ვახდენთ თქვენთან კომუნიკაციას", — თქვა თურნავამ.
- მანვე დაამატა სხვადასხვა პირის, მათ შორის კობახიძის კითხვები, რომელიც არის "იურისტი, კონსტიტუციონალისტი და კომპეტენტური ადამიანი ამ საკითხში" იყო ლეგიტიმური.
- "ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი, თუკი ეჭვქვეშ დგება, რამდენად შეესაბამება ჩვენი ქმედება კონსტიტუციას. ამიტომ რასაკვირველია ჩვენც მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება", — განაცხადა მან.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები