რას პასუხობს ლიბერთი ბანკი კითხვას, არის თუ არა ფარცხალაძე მათი კლიენტი
ფოტო: liberty
რა ხდება: 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ პაკეტზე განაცხადა — სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელსაც FSB იყენებდა "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
- 18 სექტემბერს, ბიემჯიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა.
- მისი თქმით, უცხოელს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მაგრამ "როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს".
- კრიტიკის შემდეგ, 19 სექტემბერს, სებ-მა გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ცვლილება იმეორებს კობახიძის რიტორიკას და გულისხმობს გამონაკლისის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- ბრძანებას ხელს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აწერს და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
ეროვნული ბანკის განმარტება: დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა ამტკიცებდა, თითქოს ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს.
- ამავდროულად იმეორებდა, რომ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია არიან, ასრულებენ და პატივს სცემენ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ მათ ქმედებებში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით.
- რაც შეეხება გადაწყვეტილების 2 დღეში შეცვლას, თურნავას მტკიცებით, აქამდე სანქციებს ავტომატურად აღასრულებდნენ და ეს მოხდა ფარცხალაძის შემთხვევაშიც, მაგრამ რადგან პირველი პრეცედენტი დადგა, როცა სანქცირებული საქართველოს მოქალაქე იყო, ცვლილებების საჭიროება დაინახეს.
- სრულად თურნავას განმარტების ნახვა შეგიძლიათ აქ.
- სებ-ის ბრძანებას გამოეხმაურა საქართველოს ბანკი, თიბისი და ბაზისბანკი — ისინი აცხადებენ, რომ რჩებიან საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.
- თურნავამ კი განაცხადა, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს.
ლიბერთი ბანკი თავის განცხადებაში წერს, რომ სრულ შესაბამისობაში არის და იქნება საქართველოს საფინანსო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ქვეყნებისა და მოკავშირეების მიერ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან რომელიც, მათ შორის, მოიცავს ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აქტივების კონტროლის სამმართველოს (OFAC) მიერ დაწესებულ სანქცირებულ პირთა სიას.
- განცხადებაში ვკითხულობთ იმასაც, რომ ლიბერთი ბანკი ექვემდებარება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას და ამავდროულად სს ლიბერთი ბანკს გააჩნია რისკების მართვის შიდა პოლიტიკა და რეგულაციები რომელიც ითვალისწინებს ბანკის საერთაშორისო ფინანსურ პარტნიორებთან შეთანხმებულ ვალდებულებებსა და უფლებებს, რაც თავის მხრივ ზღუდავს მაღალრისკიანი კლიენტების მომსახურებას.
On.ge-მ ლიბერთი ბანკს, არის თუ არა ოთარ ფარცხალაძე მათი კლიენტი და აქვს თუ არა ამ ბანკში ანგარიშები.
- პასუხად განგვიცხადეს: "მომხმარებელთა მონაცემების დაცვის პოლიტიკისა და კანონმდებლობის თანახმად ფინანსურ ინსტიტუტს არ აქვს მსგავსი ინფორმაციის გამხელის უფლება".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები