საზღვრის უკანონოდ გადმოწევის მორიგი ტალღა
ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში საზღვრის გადმოწევის ახალი ეტაპი დაიწყეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”.
ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების ოჯახებისთვის მოსავლის აღების საკითხმა წელსაც, ისევე როგორც შარშან, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ოკუპირებული ტერიტორია, დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.
არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილული.
საზღვრის უკანონოდ გადმოწევის პროცესის განახლება რომ მოსალოდნელი იყო ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ დააანონსა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მან ისიც თქვა, რომ პროცესის განახლება ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. დასახელდა სავარაუდო მიმართულებაც: ზნაურის, ანუ ყორნისის თემი. ეს განცხადება 12 მაისს ერგნეთში რიგით 88–ე შეხვედრაზე გაისმა. დანაპირები შესრულდა, მხოლოდ ზნაურის მიმართულების ნაცვლად გორის მუნიციპალიტეტში.
“ამერიკის ხმა” ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ესაუბრა იმის შესახებ, კონკრეტულად რა ზომები იქნა გატარებული საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მას შემდეგ, რაც მათ მოისმინეს სანაკოევის განცხადება მოსალოდნელი საზღვრის გადმოწევის შესახებ.
„ამ განცხადების გაკეთებისთანავე, ჩვენ გვქონდა მყისიერი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან. მომდევნო შეხვედრაზეც ეს საკითხი დაისვა იმგვარად, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და რაიმე დამაბრკოლებლების აღმართვა და ინსტალაცია ნებისმიერ პერიმეტრზე,” უთხრა „ამერიკის ხმას“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც გაიმართა.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობას საზღვრის გადმოწევის მოსალოდნელი განახლების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.
ინციდენტებზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებ, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა, საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია.
„ჯერ კიდევ ჟენევის ბოლო რაუნდზე ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს დელეგაციამ. წინა კვირას ჩემს გამოსვლაში ეუთოს უსაფრთხოების ყოველწლიურ მიმოხილვით კონფერენციაზე ვისაუბრე უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე, იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია, საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არაკანონიერ ქმედებებს, მავთულხლართების აგებას. ვისაუბრე, ასევე, კონკრეტულ ინციდენტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა. საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებ,“ ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ზალკანიანი დასძენს, რომ დღეს მომხდარი ფაქტის შესახებ, საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშირისო თანამეგობრობას.
თეონა აქუბარდია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭო ინფორმირებული არაა.
„არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილული. ამგვარი საკითხების პრევენცია ერთადერთი, შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რთულია იმის თქმა თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს. არ ვარ ინფორმირებული თუ როგორ მოხდა ამ საკითხის, ასე რომ ვთქვათ, გეგმაზომიერად „აწევა“ და თანამეგობრობისთვის მიწოდება, “ ამბობს აქუბარდია.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები