ერთ დღეში თურნავას 3 მოადგილე და 1 მრჩეველი გადადგა
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
დეტალები: ეროვნული ბანკიდან წასვლის შესახებ დღის განმავლობაში საბჭოს 2-მა წევრმა და ამავდროულად ვიცეპრეზიდენტებმა, პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადეს.
- მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თანამდებობას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც ტოვებს.
- ახლა კი რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა ვიცეპრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ დაუდასტურა, რომ ისიც მიდის.
- სამი ვიცეპრეზიდენტის და მრჩეველის წასვლა საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე დაადასტურა.
- ამ ეტაპზე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ თურნავას აღარც ვიცეპრეზიდენტები ჰყავს და აღარც — მრჩეველი.
- ამავდროულად, საბჭოს 2 წევრი, ეკატერინე გალდავა და ეკატერინე მიქაბაძე ბიემჯისთან აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სებ-ის საბჭოს დატოვებას არ აპირებენ.
გადაწყვეტილებები დროში ემთხვევა ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების საკითხში გამონაკლისის დაშვებას.
- შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას დილით კითხეს, რა მიზეზით დატოვა ლეჟავამ თანამდებობა — ამ დროისთვის მხოლოდ მისი გადადგომა იყო ცნობილი.
- "სხვადასხვა პიროვნებას, ჩემს კოლეგას თუ ყოფილ კოლეგას ჰქონდეს თავისი შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს", — თქვა მან.
- დამაზუსტებელ კითხვაზე — ანუ ლეჟავა არ დაეთანხმა თურნავას პოზიციას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა: "თქვენ შეგიძლიათ, მას გაესაუბროთ".
პრეისტორია: 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ახალ პაკეტზე განაცხადა — სანქცირებულთა სიაში მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი.
- დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ონიშჩენკომ და FSB-მ ფარცხალაძე გამოიყენეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის".
- 18 სექტემბერს, ბიემჯიმ გაავრცელება ინფორმაცია, რომ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
- ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ არაკონსტიტუციური უწოდა.
- მისი თქმით, უცხოელს შეიძლება შეეზღუდოს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მაგრამ "როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, სახელმწიფო განსხვავებული პასუხისმგებლობით მოქმედებს".
- კრიტიკის შემდეგ, 19 სექტემბერს, სებ-მა გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ცვლილება იმეორებს კობახიძის რიტორიკას და გულისხმობს გამონაკლისის დაშვებას საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- ბრძანებას ხელს ეროვნულო ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აწერს და ის გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.
- დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ეს არ არის მიმართული ვინმეს დაცვისაკენ და ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები