სანამ სააგენტომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა "მიზანშეწონილად მიიჩნია", მან ქონების გადაფორმება მოასწრო
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
რატომ არის მნიშნველოვანი: 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა და განაცხადა, რომ FSB მას "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის" იყენებდა.
- 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა,
- თუმცა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ ამას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა გადაიფიქრა.
- სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანაზე, რაც საქართველოს მოქალაქისთვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს გამოტანილი ექნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- თურნავა ამტკიცებს, თითქოს კონკრეტულად ფარცხალაძეს კი არა, ამ შემთხვევაში, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის ინტერესებს იცავენ.
ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხი რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილება. 19 სექტემბერს ამ თემაზე ჰკითხეს ირაკლი კობახიძეს, რომელიც ამტკიცებდა, თითქოს მედიიდან გაიგო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა.
- ამავე დღეს პრეზიდენტმა დაპოსტა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე მასთან არანაირი დოკუმენტი არ გადაგზავნილა.
- "პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", — განაცხადა მან მეორე პოსტში.
- იუსტიციის სამინისტრომ კი მხოლოდ 20 მარტს 5:44-ზე განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაწყებულია წარმოება ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვასთან დაკავშირებით.
- მათივე თქმით, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდგომ სააგენტოს დასკვნა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე უმოკლეს ვადაში გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
-
ამავე დღეს 7:55-ზე იუსტიციამ დაწერა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.
თუმცა ამ დროისთვის ფარცხალაძეს იუსტიციას დაქვემდებარებულ სხვა უწყებაში, უძრავი ქონების სააგენტოში, უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგვარებული. მან ქონება შვილს გადაუფორმა, აჩუქა.
- ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს საჯარო რეესტრმა ერთ დღეში 12 განაცხადი დაურეგისტრირა.
- უფრო ზუსტად, 20 სექტემბერს 12:16-დან 12:18 დროის მონაკვეთში შეტანილი დოკუმენტები, 17:59-მდე სრულად დაურეგისტრირა.
- თითოეული მათგანის რეგისტრაციაში 350 ლარის გადახდილი და მითითებულია, რომ მომსახურების ვადა განცხადების წარდგენის დღესვეა.
ფარცხალაძის შვილის სახელზე გადაფორმდა:
- მიწის 3 ნაკვეთი სოფელ წავკისში;
- სასტუმროს 2 ნომერი ბაკურიანში.
- 4 კომერციული ფართი ვაკეში — ბარნოვის, ფალიაშვილისა და ყიფშიძის ქუჩებზე;
- 3 ბინა თბილისში — მგალობლიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები