TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა
ფოტო: ფორმულას კოლაჟი
რა მოხდა: TV პირველისა და ფორმულას გამომძიებელი ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ რეპორტაჟზე მუშაობისას ოთარ ფარცხალაძის სახლის მიმდებარედ, ქუჩაში იყვნენ, რა დროსაც მათ თავს დაესხნენ.
- TV პირველის კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი პირი ჟურნალისტს მიკროფონს ართმევს და ხელს კრავს, რის შემდეგაც გარბის.
- სხვა პირი კი ჟურნალისტს პირად ტელეფონს ართმევს, ჯიბეში იდებს და მოთხოვნის მიუხედავად არ უბრუნებს.
- ფორმულას კადრებში კი ვხედავთ, რომ ოპერატორს ძალის გამოყენებით მიათრევენ ქუჩაში.
დეტალები: ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ ტელეფონს 2 საათის განმავლობაში არ უბრუნებდნენ და მხოლოდ პოლიციის გამოჩენის შემდეგ მისცეს, მათი პირადი ტექნიკა კი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.
- შაბათის ფორმულას წამყვანი, დავით ქაშიკაშვილი ამბობს, რომ მათ ჟურნალისტს დაცვამ სცემა, მას თავზე დაზიანება აქვს და იმდენად დაიძაბა სიტუაცია, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
- "ვცდილობდით, რომ ოთარ ფარცხალაძის დაცვისთვის დაგვესვა კითხვები, იმყოფებოდა თუ არა აქ ოთარ ფარცხალაძე. მხოლოდ ეს კითხვა გვქონდა. ამან დაცვის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. პირველ რიგში, ოპერატორებზე მოხდა ძალადობა. მინდოდა, დამეცვა ჩვენი ოპერატორი და ტექნიკა და სწორედ ამ დროს შუბლის არეში მომაყენეს დაზიანება", — ამბობს შაბათის ფორმულას ჟურნალისტი.
- მომხდარზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, ჟურნალისტები გამოკითხვაზე არიან.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
- სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარს და მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მისცენ პასუხისგებაში TV პირველისა და ფორმულას გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელები.
- "ქარტიას არაერთხელ განუცხადებია, რომ ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმების გამომწვევი ფაქტორები მედიის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გაჭიანურებული და გამოუძიებელი საქმეებია. ასევე, თავდასხმები გამოწვეულია მმართველი პარტიის წარმომდგენლების აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
- ამასთან, ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან.
რა ხდება ფარცხალაძეზე: ბოლო რამდენიმე დღეა ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანია.
- მიზეზი 14 სექტემბრის შემდეგ განვითარებული მოვლენებია — ამ დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძე დაასანქცირა და განაცხადა, რომ FSB მას "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენისთვის" იყენებდა.
- 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა,
- თუმცა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების თავმჯდომარემ გააკრიტიკა და ამას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა გადაიფიქრა.
- სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გამოსცა ბრძანება სანქციათა შესრულების წესში ცვლილების შეტანაზე, რაც საქართველოს მოქალაქისთვის გამონაკლისის დაშვებას გულისხმობს.
- ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე სანქციათა რეჟიმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ საქართველოს სასამართლოს გამოტანილი ექნება გამამტყუნებელი განაჩენი.
- თურნავა ამტკიცებს, თითქოს კონკრეტულად ფარცხალაძეს კი არა, ამ შემთხვევაში, მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის ინტერესებს იცავენ.
- "საქართველოს მოქალაქისთვის გამონაკლისის დაშვების" პარალელურად, აქტიური განხილვის საგანი იყო ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი — პრეზიდენტმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ იუსტიციისგან დოკუმენტი არ მიუღია და მიღებისთანავე დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა
- იუსტიციის სამინისტრომ კი 20 მარტს განაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაიწყო წარმოება და საბოლოოდ, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მოქალაქეობის შეწყვეტა.
- თუმცა იმავე დღეს, 20 სექტემბერს ფარცხალაძემ იუსტიციას დაქვემდებარებულ სხვა უწყებაში, უძრავი ქონების სააგენტოში, ყველაფერი მოაგვარა — მან ქონება შვილს გადაუფორმა, აჩუქა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები