ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის $20 მილიონის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ფოტო: თიბისი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისის შორის $20 მილიონის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სესხი EBRD-ის Women in Business (WiB) პროგრამის ნაწილია და გამიზნულია ქალი მეწარმეების დაფინანსებისა და ინკლუზიური ფინანსირების ხელშეწყობისთვის. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი. ხელმოწერა ლონდონში, EBRD-ის ოფისში შედგა.
აღნიშნული პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების ჩართულობას ეკონომიკაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით. პროექტს ევროკავშირი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის (EFSD+) საგარანტიო პროგრამის ფარგლებშიც უჭერს მხარს, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად.
"ვამაყობთ, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას EBRD-თან. ამ დროის განმავლობაში, EBRD-ის მხარდაჭერით, თიბისიმ გენდერულ დაფინანსებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში. სესხი საშუალებას მისცემს თიბისის, გააძლიეროს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე, და ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნას. თიბისი WiB პროგრამას ჯერ კიდევ 2017 წელს წარმატებით შეუერთდა, რაც ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს, ევროკავშირსა და შვედეთს თიბისისთვის ამ საჭირო დაფინანსების გამოყოფისთვის", — აღნიშნავს გიორგი მეგრელიშვილი, თიბისის ფინანსური დირექტორი.
"ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შენება EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას სწორედ მეწარმე ქალები წარმოადგენენ. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტ ქალ ლიდერს, რომლებიც თავიანთ ბიზნეს იდეებს განახორციელებენ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თიბისის, ევროკავშირსა და შვედეთს პარტნიორობისთვის", — ამბობს ფრანსის მალიჟი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორი.
"ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური დახმარების სინერგია, EFSD+ გარანტიებისა და Women in Business პროგრამის მეშვეობით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოში ქალი მეწარმეების მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების გაძლიერებაში. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოში", — აცხადებს ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 287 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები