აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
ფოტო: აგროსფერო
12 სექტემბერს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია და Agro Job Fair 2023 გაიმართა. აგროპროექტი აგრონომიის საბაკალავრო პროგრამის ახალი საგანია, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სადემონსტრაციო ნაკვეთში დამოუკიდებლად მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
აგროპროექტის პრეზენტაციაზე სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას თავიანთი დაკვირვებები და შედეგები გაუზიარეს. ასევე, ისაუბრეს ერთი წლის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე. სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ, დაეგემოვნებინათ და შეეფასებინათ პროექტის მონაწილეების მიერ მოყვანილი მოსავალიც.
ფოტო: აგროსფერო
აგროპროექტი არის შესაძლებლობა სტუდენტებმა უნივერსიტეტშივე, კამპუსის ტერიტორიაზე გამოყოფილ თანამედროვე საირიგაციო სისტემით აღჭურვილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე აწარმოონ სხვადასხვა სახის სამუშაო და მათთვის საინტერესო სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის წესები პრაქტიკაში შეისწავლონ. აღნიშნული გულისხმობს: ნაკვეთის დამუშავებას, რისკების შეფასებას, ბიუჯეტირებას, ნიადაგის ანალიზს, ნაყოფიერების მართვის გეგმის შემუშავებას, თესვას, მავნებლებსა თუ დაავადებებზე დაკვირვებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ასევე, მოსავლის აღება-დაბინავებას, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრას.
აგროპროექტისთვის საჭირო სათესლე მასალები, სასუქები და პესტიციდები სტუდენტებმა პროექტის მხარდამჭერ აგროსფეროსგან მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ახორციელებს სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამებსაც.
აგროსფეროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობა და სასოფლო-სამეურნეო დარგის მიმართ ინტერესის გაღვივებაა. სწორედ ამიტომ კომპანია აქტიურად ერთვება მსგავს წამოწყებებში და არ იშურებს ძალისხმევას თავადაც შექმნას სტუდენტებისთვის ცოდნის გაღრმავების ახალი შესაძლებლობები.
ფოტო: აგროსფერო
"აგროპროექტის შედეგების პრეზენტაცია წელს პირველად გაიმართა. მონაწილეებმა ძალიან კარგ შედეგებს მიაღწიეს და საინტერესო პრეზენტაციები წარმოგვიდგინეს. იმედი გვაქვს, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა მათ სამომავლო გეგმების განხორციელებაშიც დაეხმარება და კიდევ უფრო გაზრდის მათ მოტივაციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარიერის გაგრძელების თვალსაზრისით", — ამბობს აგროსფეროს სასწავლო ცენტრის, აგრარიუმის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
აგროსფერო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. კომპანია თანამედროვეობის კონცეფციას ეფუძნება და ქვეყანაში ინოვაციურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. აგროსფერო თანამედროვე აგრო-განათლებისთვის კომპანიის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც ის სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები