ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე — Geely Auto საქართველოში შემოვიდა
ფოტო: თეგეტა
- ინოვაციური საავტომობილო ბრენდის ოფიციალურმა დილერმა Tegeta Cars-მა საწყის ეტაპზე ბრენდის ყველაზე ცნობილი მოდელი — Geely Coolray წარადგინა;
- Geely Coolray-ს შესაძლებლობები პირველად მედიის წარმომადგენლებმა შეაფასეს.
Tegeta Cars-მა ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდი, Geely Auto წარადგინა. პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის სასტუმრო Moxy-ში გაიმართა და სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, Geely Auto-ს გამორჩეული მოდელი — Geely Coolray პირველებს შეეფასებინათ.
ფოტო: თეგეტა
ქართულ ბაზარზე ახლად შემოსული ავტომობილი პრეზენტაციის სტუმრებს Geely Sakartvelo-ს დირექტორმა გაგა კოხრეიძემ და კომპანიის კომერციულმა დირექტორმა გიორგი შაქარაშვილმა წარუდგინეს. მათ ღონისძიების სტუმრებს დეტალურად გააცნეს ბრენდის ისტორია, Geely Coolray-ს მახასიათებლები, შესაძლებლობები და ინოვაციურ-ტექნიკური უპირატესობები. საღამოს დასასრულს ღონისძიების მხარდამჭერმა სადაზღვევო კომპანია ალდაგმა პრეზენტაციის სტუმრებისთვის ავტომანქანის მოსავლელი კომპლექტი: ავტობოქსები გაათამაშა.
ფოტო: თეგეტ
"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ქართველ მომხმარებლებს სრულიად ახალი, ინოვაციური ბრენდი წარვუდგინოთ. Geely Auto არის გიგანტი ავტომწარმოებელი, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს სხვადასხვა კატეგორიაში, როგორებიცაა სედანი, ჰეჩბეკი, საშუალო და დიდი ზომის SUV-ები.
Geely-ს მარკის ავტომობილები გამოირჩევა აწყობის ხარისხით, ხელმისაწვდომობითა და გამოხატული ხასიათით, რომელსაც ავტომობილის საჭესთან პირველი შეხებისთანავე შეიგრძნობს მომხმარებელი. მოხარულები ვართ, რომ უკვე ქართველ მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, მიიღონ Geely Coolray-ს მართვის გამოცდილება და აღმოაჩინონ ავტომობილის შთამბეჭდავი შესაძლებლობები", — აღნიშნავს გიორგი შაქარაშვილი, Geely Sakartvelo-ს კომერციული დირექტორი.
ფოტო: თეგე
Geely Holding ჩინური მრავალეროვნული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ჩინეთში მეშვიდე ადგილს იკავებს უმსხვილეს ავტომწარმოებლებს შორის. Geely Auto-ს ბრენდის ქვეშ 8 ავტომობილია გაერთიანებული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია Geely Coolray. ბრენდის ავტომობილები გამძლეობით, უსაფრთხოების სისტემებით, თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციითა და ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.
Geely Coolray, რომელიც ბრენდის პირველი ავტომობილია ქართულ ბაზარზე, მძღოლის დამხმარე სისტემებითა და უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. მას 1.5 მოცულობის, 172 ცხენის ძალის ოთხცილინდრიანი ძრავა და 190 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე აქვს. ავტომობილი გამოირჩევა კომფორტული ინტერიერითა და ინოვაციური მახასიათებლებით: ბრმა ზონის მართვის ფუნქცია, ადაპტიური კრუიზ კონტროლი, პანორამული სახურავი, 360-გრადუსიანი კამერა, პარკირების ავტომატური სისტემა და სხვა.
"Geely Holding Group 1986 წელს დაარსდა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიაში მან 1997 წლიდან შეაბიჯა. მას შემდეგ კომპანიის ისტორიაში არაერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი შეგვიძლია გამოვყოთ. მათ შორის ყველაზე აღსანიშნავია ბრენდის მიერ Volvo Cars-ის შეძენა, რამაც ბევრი რამ შეცვალა ავტოინდუსტრიაში. გარდა Volvo Cars -ისა, Geely Group აერთიანებს ისეთ ავტომწარმოებლებს, როგორებიცაა Smart, Polestar, Lynk & Co, Zeekr, Lotus და ა.შ." — ამბობს გიორგი შაქარაშვილი.
Geely Auto-ს ქართველი მომხმარებლებისთვის ოფიციალურ წარდგენამდე, სოციალურ ქსელში ბრენდის თიზინგ კამპანია გავრცელდა. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პიქსელური ვიზუალები, რომლებზეც ავტომობილის ბრენდირება დაფარული იყო და მომხმარებელს, ქალაქში განსაკუთრებული სიახლის მოლოდინს უქმნიდა. ბანერები სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებმა სოციალურ ქსელში განათავსეს.
ფოტო: თეგეტა
Geely Auto-ს მთავარი მახასიათებლები ინდუსტრიაში უახლესი მიდგომებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც უპირველესად წიაღისეული საწვავიდან ახალ ენერგიაზე გადასვლას გულისხმობს.
კომპანიის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ 2020 წელთან შედარებით ნახშირბადის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 8,1%-ით შეამცირა, ახალ ენერგიაზე მომუშავე მოდელების გაყიდვებში კი წლიური 300%-იანი ზრდა აჩვენა. 2022 წელს Geely-ს 9 სატრანსპორტო ქარხანას ეკომეგობრული საწარმოების სტატუსი — National Green Factory მიენიჭა.
ამავე ანგარიშის თანახმად, Geely Auto-მ აიღო ვალდებულება, რომ 2025 წლისთვის ნახშირბადის გამონაბოლქვს თითოეულ ავტომობილზე 25%-ზე მეტით შეამცირებს, ხოლო 2045 წლისთვის ნახშირბადნეიტრალური გახდება.
Tegeta Cars გეგმავს, რომ Geely Coolray-ს შემდეგ, ბრენდის სხვა ავტომობილებთან ერთად, Geely-ის ელექტრომობილებიც შემოიტანოს ქართულ ბაზარზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები