ჰარი პოტერის მსახიობები მაიკლ გემბონის გარდაცვალებას ეხმაურებიან
28 სექტემბერს ცნობილი ირლანდიელი მსახიობი სერ მაიკლ გემბონი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში პნევმონიის გართულების შედეგად დაიღუპა.
გემბონს მაყურებელთა დიდი ნაწილი ჰარი პოტერის ფილმებში მონაწილეობით იცნობდა. მსახიობი პოტერიადის მესამედან მერვე ფილმამდე ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის დირექტორს, ალბუს დამბლდორს, ასახიერებდა. როლზე გემბონი მას შემდეგ დაამტკიცეს, რაც პირველ და მეორე ფილმში პერსონაჟის შემსრულებელი რიჩარდ ჰარისი გარდაიცვალა.
ჰარი პოტერის მსახიობები გემბონის დაღუპვას გამოეხმაურნენ. მთავარი გმირის, ჰარი პოტერის, როლის შემსრულებელმა, დენიელ რედკლიფმა გემბონთან მუშაობის გამოცდილება გაიხსენა და მას ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ადამიანი უწოდა, რომელთან ერთადაც ვერასოდეს მოიწყენდი.
"მაიკლ გემბონი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი მსახიობი იყო მათ შორის, ვისთან მუშაობის პრივილეგიაც მქონია. ამ საოცარი ნიჭის გარდა, ყველაზე კარგად, რაც მასზე დამამახსოვრდება, ისაა, რამდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა თავისი საქმე. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ მასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა", — ამბობს რედკლიფი.
მსახიობმა რუპერტ გრინტმა, რომელიც ფილმებში რონის როლს ირგებს, გემბონს მისი მისაბაძი მაგალითი უწოდა.
"ძალიან ვწუხვარ მაიკლის ამბის გამო. მას გადასაღებ მოედანზე ყოველდღიურად უდიდესი სითბო და მხიარულება შემოჰქონდა და ბავშვობიდანვე აღმაფრთოვანებდა. ის ჩემთვის მისაბაძ მაგალითად იქცა იმისთვის, რომ ცხოვრებაში რაღაც დადებითი ყოველთვის მომეძებნა. მის ოჯახს მთელ ჩემს სიყვარულს ვუგზავნი", — წერს მსახიობი.
სოციალურ ქსელში მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელი ემა უოთსონიც.
"კეთილო, კეთილო, კეთილო მაიკლ გემბონ. საქმეს ზედმეტად სერიოზულად არასოდეს უდგებოდი, თუმცა მაინც ყოველთვის ახერხებდი, ყველაზე მნიშვნელოვანი სცენები საოცრად გაგეცოცხლებინა. მადლობა, რომ გვიჩვენე, როგორია იყო დიდებული. ძალიან მოგვენატრები", — წერს უოთსონი.
ფოტო: Emma Watson / Instagram
გემბონის გარდაცვალების გამო მწუხარება ჯეისონ ისააკსმა (ჰარი პოტერში ლუციუს მალფოი), ჯეიმს ფელპსმა (ფრედ უისლი), ჰარი პოტერის წიგნების ავტორმა ჯოან როულინგმა და სხვებმაც გამოთქვეს.
ჰარი პოტერის გარდა, გემბონმა გამორჩეული როლები შეასრულა ასევე სერიალებში The Singing Detective და Maigret. მისი საეკრანო დებიუტი ჯერ კიდევ 1965 წელს შედგა, როცა ფილმში ოტელო ლორენს ოლივიესთან ერთად ითამაშა. გემბონი ასევე გახლდათ ოლივიეს დაფუძნებული ეროვნული სამეფო თეატრის ერთ-ერთი პირველი მსახიობი.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, რომელმაც ექვსი ათწლეული მოიცვა, მაიკლ გემბონმა არაერთი პრესტიჟული პრიზიც დაიმსახურა. მსახიობი ლორენს ოლივიეს პრემიის სამგზის და ბრიტანული კინოაკადემიის დაჯილდოების (BAFTA) ოთხგზის ლაურეატია. სამსახიობო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დედოფალმა ელიზაბეთ II-მ გემბონი 1998 წელს რაინდის წოდებითაც დააჯილდოვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები