საქართველოს ბანკის მხარდაჭერით განახლებული პარკ რეზორტ წყალტუბო და ქართული რესტორანი იმერული ესკიზები გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და ჯგუფ ბ&ნ ინვესტის პარტნიორობით, წყალტუბოში, განახლებული პარტ რეზორტ წყალტუბო და ქართული რესტორანი იმერული ესკიზები გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 5 მილიონი ლარია, ბანკის ინვესტიცია კი, რომელიც აწარმოე საქართველოს ფარგლებში გაიცა, 2 მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სანატორიუმს 30 ახალი ოთახი დაემატა და ახალი ქართული რესტორანიც გაიხსნა. აღნიშნული კომპლექის სრული მოწყობის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.
პარკ რეზორტ წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. კურორტი 60 ნომრიან სანატორიუმს, ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და სპა და გამაჯანსაღებელ ცენტრს მოიცავს. ბაღის ფართობი 73 ჰა. — ია და ის საბავშვო და რეკრეაციეული ზონას, ველო — პარკინგსა და პატიოს აერთიანებს. სანატორიუმი 60 ადამიანს ასაქმებს, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივია. კომპანია მათ პროფესიულ გადამზადებას ადგილზე უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფმა ბ&ნ ინვესტი საქართველოში ინვესტირება 20 წელზე მეტია დაიწყო და ეს არ არის პირველი პროექტი, რომელსაც ის რეგიონში ახორციელებს. კომპანიის მიერ მთლიანად რეგიონში, კომპლექსის მშენებლობა — რეაბილიტაციაზე ინვესტირებულია — 25 მილიონი ლარი. ბ&ნ ინვესტი აერთიანებს პარკ რეზორთ წყალტუბოს და სანატორიუმ იმერეთს წყალტუბოში, აგურის ქარხანას მეტეხის კერამიკას და მილების ქარხნებს — კასპის რაიონში, უსახელაურის ვენახებს ზუბსა და ოყურეშში შპს შატო ლეჩხუმი და სხვა.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას აქტიურად უჭერს მხარს. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ ჯგუფთან ბ&ნ ინვესტი მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მუდმივად ვხედავთ სწრაფვას, არ გაჩერდნენ და განვითარდნენ. ამჯერად, ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა— ბ&ნ ინვესტმა განახლებული სანატორიუმი და ქართული რესტორანი გახსნა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში და მოხარულები ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ კომპანიის განვითარებასა და გაძლიერებას. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ ბიზნესის წახალისებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი ქვეყნის განვითარების საწინდარია" — განაცხადა გიორგი წეროძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა.
"ჩვენმა ჯგუფმა წყალტუბოს რეგიონში 25 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და გაჩერებას არ ვაპირებთ. გვაქვს კიდევ ბევრი გეგმა და პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს ბანკის და აწარმოე საქართველოს მხარდაჭერით ვაპირებთ. მაგალითად, უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი პროექტის განხორციელება - ღია აუზის და მასთან მდებარე რეკრეაციული ზონის დამატება და სასტუმროს მეორე ნახევრის რენოვაცია. ამით ჩვენ მაქსიმალურად მოვერგებით ჩვენი მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნებს."— ამბობს ბ&ნ ინვესტის დამფუძნებელი, დავით კაკაბაძე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები