რეკორდულმა სიცხეებმა ბრაზილიაში 100-ზე მეტი დელფინი დახოცა
ფოტო: André Zumak / Mamirauá Institute
ბრაზილიაში ისტორიულად ყველაზე ცხელმა თვეებმა და წყლის ტემპერატურის მომატებამ ძუძუმწოვრების მასობრივი სიკვდილი გამოიწვია. ამაზონიაში, ტეფეს ტბაში, შვიდი დღის მონაკვეთში ასზე მეტი მკვდარი დელფინი იპოვეს. მათთან ერთად მკვლევრებმა ტბაში ათასობით დახოცილი თევზიც აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ცოცხალი ორგანიზმების მასობრივი დახოცვა უჩვეულოდ ცხელმა წყალმა გამოიწვია — ტბაში ტემპერატურამ 39 გრადუს ცელსიუსს მიაღწია; ეს მაშინ, როცა 37 გრადუსი ცელსიუსი შხაპისთვისაც კი ცხელად ითვლება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მიერ ნანახი აპოკალიფსურ სურათს ჰგავდა.
"ტეფეში [ტბის მახლობელი დასახლება] ბოლო თვე კლიმატის ცვლილების საი-ფაი სცენარს ჰგავდა", — ამბობს მკვლევარი დენიელ ტრედიდგო, — "ამაზონის მდინარის დელფინების მუდმივად ხილვა აქ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო მხარეა. მაღაზიაში წასვლისას თითქმის ყოველთვის ვხედავ ხოლმე მათ. ერთის სიკვდილი სამწუხარო ამბავი იქნებოდა, მაგრამ უამრავი დახოცილი ცხოველის ხილვა და იმის ცოდნა, რომ ამის მიზეზი სიცხეებია, ტრაგედია გახლავთ".
ამაზონიაში ახლა მშრალი სეზონია, ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა კი მდინარის სხვა ბინადრებსაც უქმნის საფრთხეს. დელფინები აქ მდინარის სიჯანსაღის ერთგვარ ინდიკატორადაც მიიჩნევა. ბოტოს, იმავე ვარდისფერ დელფინს, ადგილობრივ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და მითოლოგიის ნაწილიც კია.
მკვლევრები და გარემოსდამცველი აქტივისტები ახლა ცდილობენ, დელფინები ლაგუნებიდან და ტბორებიდან მდინარის კალაპოტში დააბრუნონ, სადაც წყლის ტემპერატურა შედარებით დაბალია.
სიცხეები კი ბრაზილიის ეკონომიკასაც აზარალებს. ამაზონიაში მდინარეები ტრანსპორტირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, ადგილობრივები კი თევზრეწვასაც მისდევენ. თუმცა, ბოლო პერიოდში მდინარის წყლის დონე საშუალო მაჩვენებელს 59 მუნიციპალიტეტში ჩამოსცდა, რამაც ადამიანებსაც ბევრი პრობლემა შეუქმნა.
ბრაზილიაში მომდევნო კვირების განმავლობაში ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებასაც ვარაუდობენ, რამაც ისევ შეიძლება გამოიწვიოს დელფინების მასობრივი სიკვდილი.
გლობალური დუღილის ეპოქა
ევროკავშირის კლიმატის ობსერვატორიამ რამდენიმე კვირის წინ დაადასტურა, რომ 2023 წლის ივლისი პლანეტის ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამასთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ "გლობალური დათბობის ხანა დასრულდა და შევაბიჯეთ გლობალური დუღილის ეპოქაში".
1800-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, გლობალური დათბობის გამო დედამიწა, დაახლოებით, 1,2 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი გახდა, რაც გამოიწვია წიაღისეული საწვავის დაწვამ. კლიმატის ცვლილებამ ძლიერი სიცხის პერიოდები უფრო გაახანგრძლივა და გაახშირა, ასევე გააძლიერა ამინდის სხვა ექსტრემალური მოვლენები, როგორებიცაა ქარიშხალი და წყალდიდობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები