NASA-ს ჰაკათონი მათთვის, ვისაც კოსმოსი აინტერესებს – პროექტის მთავარი პარტნიორი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მათთვის, ვისაც კოსმოსი, კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასტრონომია აინტერესებს, თბილისში NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება. აღნიშნული პროექტი სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
ჰაკათონში მონაწილეობა პროგრამირებით, დიზაინით, სთორითელინგით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ინიციატივის ფარგლებში, გუნდები 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ NASA-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე, რათა შექმნან იმ რეალური პრობლემების გადაჭრის გზები და გადაწყვეტები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი პლანეტა და კოსმოსი დგას.
გამარჯვებულს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, საუკეთესო კი საკუთარ პროექტს NASA Space Apps Challenge-ის გლობალურ კონკურსზე წარადგენს.
ჰაკათონის მონაწილეებმა რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად 100-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. ისინი ვირტუალურად დაესწრებიან ვორქშოპებს, თუმცა, უშუალოდ ღონისძიებაში მონაწილეობას ჟიურის მიერ შერჩეული 20-ზე მეტი გუნდი მიიღებს.
"საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებში მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებას და მათთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, წელს ჩვენი მხარდაჭერით, NASA Space Apps Challenge-ი გაიმართება, რომელიც ერთ სივრცეში მოუყრის თავს ასტრონომიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. აღნიშნული ჰაკათონი მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს, რაც საქართველოში მის განხორციელებას კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გამოავლინონ საკუთარი თავი, აღმოაჩინონ ახალი უნარები, განვითარების ახალი შესაძლებლობები და არ გაჩერდნენ. საქართველოს ბანკი კი აქტიურად განაგრძობს მათ მხარდაჭერას და ახალი, საინტერესო საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას", - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, NASA Space Apps ყოველწლიური ჰაკათონია, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს 300 სხვადასხვა ქალაქში იმართება და ათასობით მონაწილეს უყრის თავს. პროექტის მიზანია ჰაკათონის ახალგაზრდა მონაწილეებმა ერთად იმუშაონ NASA-ს რეალურ მონაცემებზე და პლანეტისა და კოსმოსის ყველაზე მწვავე პრობლემებისთვის, შეზღუდულ დროში (48 საათში), ინოვაციური გადაწყვეტის მოფიქრებას ეცდებიან.
საკუთარ პროექტებზე გუნდურად მუშაობის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაესწრონ ვორქშოპებს ქვეყნის წამყვანი სპეციალისტების ხელმძღვანელობით ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
- მონაცემთა მეცნიერების საფუძვლები - რუდოლფ ერემიანი, მონაცემთა მეცნიერი, Toptal;
- პროტოტიპირება - რუსო ჩაჩანიძე, Medialab-ის ხელმძღვანელი;
- ლუკა კაკაბაძე, აქსელერაციის პროგრამის ხელმძღვანელი, Medialab;
- Introduction to Large Language Models - გიორგი ჯვარიძე, MaxinAI-ის თანადამფუძნებელი და ინჟინერიის დირექტორი;
- მითები Software Engineering-ზე - მერაბ ტატო კუტალია, Google-ის ანდროიდ დეველოპერ ექსპერტი;
- ასტროფოტოგრაფია - სანდრო შუღლაძე, ასტროფოტოგრაფი;
- UI/UX დიზაინის საფუძვლები - ნიკ ოსიპოვი, დიზაინერი, სმარტ აკადემიის ლექტორი.
NASA-ს უშუალო მონაცემების გარდა, მონაწილეები ჰაკათონზე იყენებენ მონაცემებს ავსტრალიის, კანადის, ბრაზილიის, ევროპის, იაპონიის, არგენტინის, მექსიკის, ინდოეთის, ბაჰრეინის, პარაგვაისა და სამხრეთ აფრიკის კოსმოსური კვლევების ცენტრებიდან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები