ქართული წარმოების ჯიბის საფერფლეები ქუჩაში სისუფთავის დაცვაში დაგეხმარებათ
ფოტო: მიდი • Midi
„ღადაობ?“, „ისარაქვია“, „მოკლედ რაა“, „მოიხოდე“ - ეს და მსგავსი სიტყვები დროთა განმავლობაში ურბანული ლექსიკონის კლასიკად ჩამოყალიბდა. ამ სიტყვებს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად ვიყენებთ. ცოტა ხნის წინ, ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ეს სიტყვები საუბრის გარდა, სხვა მიზნითაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა და მისგან რეალური პროდუქტი შეგვექმნა.
სამაგიეროდ, ამ სიტყვებს სხვა თვალით ორმა ახალგაზრდა გოგომ შეხედა და მათი კრეატივის ნაყოფს მთელი საქართველო აქტიურად მიეჯაჭვა. ნინო ჩიტაძემ და ქეთი ლობჟანიძემ ბიზნეს საქმიანობა გართობით დაიწყეს. პირველად, მათი სამეგობრო წრისთვის დამახასიათებელი სიტყვები შეკრიბეს და სტიკერები დაამზადეს. მათ მიერ შექმნილმა სტიკერებმა მეგობრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და აუდიტორია ნელნელა გაფართოვდა.
ბაზარზე მათი პირველი გამოჩენა Flea Market-ს უკავშირდება. დედაენის ბაღში შეკრებილი ახალგაზრდების ყურადღება უჩვეულო და ორიგინალურმა სტიკერებმა მაშინვე მიიპყრო. ღია ცის ქვეშ გამართულმა ბაზარმა, რომელსაც ძირითადად ახალგაზრდები სტუმრობენ ხოლმე, ნინოს და ქეთის ნათლად დაანახა, რომ მათ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო. ერთი მხრივ, საქართველოში სტიკერების პრობლემა ყოველთვის არსებობდა. ერთი წლის წინ ორიგინალური სტიკერის პოვნა ქართულ ბაზარზე ურთულეს საქმეს წარმოადგენდა, ახლა კი მისი შეძენა ძალიან მარტივია.
ნინომ და ქეთიმ გადაწყვიტეს, რომ თავიანთ საყვარელ საქმიანობაზე უფრო სერიოზულად ეფიქრათ და კომპანია დააფუძნეს. სახელის დარქმევა არ გასჭირვებიათ, რადგან ინსპირაცია თავად საქმიანობიდან გამომდინარეობდა. სახელად მიდი • Midi შეარჩიეს. ისინი სწრაფად განვითარდნენ და Flea Market-იდან, დიდი მოთხოვნის გამო, მალევე გადაინაცვლეს სხვადასხვა მარკეტებში, სპეციალურ დახლებზე.
ნინო და ქეთი ყველასათვის საყვარელ პროდუქტს უშუალო გარემოში, საცხოვრებელ ბინაში ქმნიან. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებენ, მათ შორის სტიკერების დიზაინს, მაისურებსა და ყველა სხვა პროდუქტს. კომპანიისთვის დამახასიათებელ ყველა სამუშაოსაც თავად ასრულებენ. ისინი წარმატებით ითავსებენ როგორც სოციალური მედია მენეჯერის პოზიციას, ასევე ბუღალტერის.
მიდი • Midi-ის, როგორც ახალ კომპანიას, თავიდანვე ჰქონდა თავისი ნიშა. ისინი არა უბრალოდ სტიკერებს, არამედ თემატურად აქტუალურ პროდუქტს ქმნიან. ფრაზებსა და სიტყვებს როგორც ინდივიდუალურად, ისე მომხმარებელთან ერთად არჩევენ. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი პროდუქტი ზუსტად ერგებოდეს ქართულ რეალობასა და ურბანულ თემატიკას. მიდის წარმატებაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ სტიკერებს უამრავი ახალგაზრდის ტელეფონზე, მანქანასა თუ კომპიუტერზე იხილავთ.
აღსანიშნავია, რომ სტიკერები არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელსაც კომპანია ქმნის. სტიკერების გარდა, ახალგაზრდა გოგოებმა რამდენიმე აქსესუარი დაამზადეს, რომელიც ასევე ურბანული თემატიკით არის გაჯერებული.
სტიკერების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელიც ნინომ და ქეთიმ შექმნეს, ბრენდირებული ჯიბის საფერფლეებია. ისინი ამბობენ, რომ ჯიბის საფერფლის დამზადების ინსპირაცია ყოველდღიური გამოცდილებიდან გაჩნდა. ნინოს და ქეთის კარგად ესმით, რომ ბიზნეს საქმიანობა მხოლოდ შემოსავლების დათვლა არ არის და ნებისმიერი საქმიანობის უკან სოციალური პასუხისმგებლობა დგას.
სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია მიდი • Midi-იმ „არ დააგდო“-ს კამპანია დაიწყო, რომელიც ადამიანებს სისუფთავის დაცვისკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილია ჯიბის საფერფლეები, რომლებიც კომპანიისთვის დამახასიათებელ ფერებშია დამზადებული და ფართოდ გავრცელებული ურბანული ფრაზები და სიტყვები ამშვენებს.
კამპანიის ავტორების აზრით, ლამაზი და მიმზიდველი საფერფლეები ხელს შეუწყობს კამპანიის გავრცელებას და ადამიანები საფერფლეების ხათრით მაინც აღარ დაყრიან ქუჩაში სიგარეტის ნამწვებს.
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ამავე კამპანიის ფარგლებში შექმნეს, ძაღლის აქსესუარია. ცნობილია, რომ გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ძაღლის ფეკალიებია, რომელსაც პარკებსა თუ ქუჩებში ხშირად შეხვდებით. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ნინომ და ქეთიმ ახალი პროდუქტის შექმნა გადაწყვიტეს. ძაღლის ჩანთა - რომელსაც ერთჯერადი ხელთათმანები მოჰყვება. ძაღლის ჩანთა ძალიან კომპაქტურია. ის პირდაპირ საყელურს უმაგრდება და მისი ტარება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც რეალური პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარება - ქეთი ლობჟანიძე
მიდი • Midi-მ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, თავის მომხმარებლებს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და კრეატიულად შეფუთული პროდუქტი შესთავაზა. სტიკერებთან, საფერფლესთან და ძაღლის ჩანთას ერთად, ჩამონათვალშია სანთებელა, ყოველდღიური და წელის ჩანთები, მაისურები, საფულეები, და ა.შ.
წარმატებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია და დიდ შრომას მოითხოვს. წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფორმულა კი მისი გაზიარებაა. სწორედ ამ მოტივით, ნინომ და ქეთიმ თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოებაში გადაწყვიტეს მონაწილეობა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქეთი ლობჟანიძე დამწყებ სტარტაპერებს ბევრი მუშაობისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ.
„ყველაზე მთავარია, რომ როგორც კი იდეა გაგიჩნდებათ, მაშინვე დაიწყოთ განხორციელება. დღეს ძალიან ბევრი საშუალებაა იმისთვის, რომ ნულიდან დაწყებული საქმე დიდ ამბებად ვაქციოთ. შრომა არ უნდა დაგეზაროთ, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, როცა მცირე ბიუჯეტის გამო, ყველაფრის გაკეთება თავად მოგიწევთ. რაც ყველაზე მთავარია, პირველივე ნაბიჯიდანვე უნდა ირწმუნოთ საკუთარი „ბრენდობის“ და ყოველთვის აღიქვათ ბრენდი, როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ყველა ის გარემო სჭირდება, რაც ჩვეულებრივ ადამიანს“, ამბობს ქეთი ლობჟანიძე
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა














კომენტარები