პირველი საერთაშორისო რეიტინგი დაზღვევაში — AM Best-მა ალდაგს საკრედიტო რეიტინგი მიანიჭა
ფოტო: ალდაგი
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ AM BEST, რომელიც სადაზღვევო ინდუსტრიაზეა სპეციალიზებული, ალდაგს გლობალური რეიტინგი მიანიჭა. ამით ალდაგი გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს ისეთი კომპანიების გვერდით, როგორებიცაა Allianz, Hannover Re, Axis, Swiss Re, Scor.
ალდაგს AM Best-ისგან საკრედიტო რეიტინგი bb+ მიენიჭა. AM Best-ის გუნდმა შეაფასა კომპანიის საკრედიტო ისტორია, ფინანსური მდგომარეობა, ვალდებულებების დაფარვის ისტორია, გადახდისუნარიანობა და ფინანსური სიჯანსაღე.
AM Best-ის დამოუკიდებელი შეფასებით ალდაგს აქვს რისკებზე მორგებული კაპიტალიზაციის უმაღლესი დონე, რომელიც AM Best-ის კაპიტალის ადეკვატურობის მოდელით იზომება. გარდა ამისა, შეფასების დროს გათვალისწინებული იყო ალდაგის ლიკვიდური საინვესტიციო პორტფელი და ფინანსურად ძლიერი საერთაშორისო გადამზღვეველებისგან შემდგარი გადაზღვევის პანელი. მნიშვნელოვანი როლი ასევე ითამაშა წარმატებული ანდერრაიტინგის პოლიტიკის მრავალწლიანმა ისტორიამ.
"ალდაგი აღიარებული მოთამაშეა და წამყვანი წილი აქვს საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში. კომპანია ცნობილია თავისი ძლიერი ბრენდით. აქვს სოლიდური კონკურენტული უპირატესობა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებითა და ფართო სადისტრიბუციო ქსელით. ალდაგის საბალანსო უწყისი ხასიათდება რისკის მიხედვით კორექტირებული კაპიტალიზაციის ყველაზე ძლიერი დონით; კომპანიის კაპიტალის, აქტივებისა და ვალდებულებების მართვა და რეზერვების ადეკვატურობა ძლიერია; საინვესტიციო პორტფელი ლიკვიდურია და საინვესტიციო სტრატეგია ამცირებს ვალუტის კურსის რყევებთან დაკავშირებულ რისკებს," — აღნიშნულია AM Best-ის ოფიციალურ განცხადებაში.
"საერთაშორისო რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის პირველი გლობალური რეიტინგი, რომელიც ალდაგმა ინდუსტრიას მოუტანა. რეიტინგის მიღება ისეთი ავტორიტეტული სარეიტინგო კომპანიისგან, როგორიც AM Best-ია, ჩვენთვის არის საერთაშორისო რუკაზე აღიარება და ადასტურებს ჩვენს 33 წლის მიღწევებსა და შედეგებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. AM Best-ის რეიტინგით ჩვენ შევძლებთ, წარმატებით გავაგრძელოთ ოპერირება საქართველოსა და რეგიონში, მივაღწიოთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს და შევქმნათ უნიკალური გამოცდილება დაზღვევაში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ," — გიორგი ბარათაშვილი, ალდაგის გენერალური დირექტორი.
AM Best-ის შესახებ:
AM best 1899 წელს დაფუძნებული გლობალური საკრედიტო სარეიტინგო კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. AM Best სპეციალიზირდება სადაზღვევო საქმიანობაზე და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში, რეგიონული ოფისებით ლონდონში, ამსტერდამში, დუბაიში, ჰონკონგში, სინგაპურსა და მეხიკოში. AM Best დაახლოებით 16,000 სადაზღვევო კომპანიის კრედიტუნარიანობას აფასებს გლობალურად.
ალდაგის შესახებ:
ალდაგი 1990 წელს დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანია საქართველოში. 2023 წლისთვის ის სადაზღვევო ინდუსტრიის ლიდერად რჩება 150 000-მდე დაზღვეული მომხმარებლით. ალდაგი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში აღიარებულია საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად (Euromoney, World Finance, Global Brand Magazine). 2020 წელს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის. 2022 წელს ალდაგმა გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც საქართველოში შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც სადაზღვევო კომპანია ორივე სეგმენტში — დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.
ალდაგი წარმოდგენილია ქონებისა და პასუხისმგებლობის (Property and Casualty (P&C) დაზღვევის ბიზნესში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორაციულ სადაზღვევო პროდუქტს. ალდაგი სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია. კომპანია 600-მდე თანამშრომელს ასაქმებს და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე თანამშრომლებზე ორიენტირებულ კომპანიად რჩება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები