როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? — ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან
ფოტო: აგროსფერო
მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი სათესლე მასალების სწორად შერჩევაა. გარდა იმისა, რომ ის მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ კლიმატურ პირობებს, უნდა ჰქონდეს ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც უზრუნველყოფს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას. ავსტრიული კომპანია Saatbau 73 წელია სწორედ ამგვარი სათესლე მასალების შექმნასა და საუკეთესო ჯიშების წარმოებაზე მუშაობს. მისი პროდუქცია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. უკანასკნელ წლებში მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც Saatbau-მ ქართულ კომპანია აგროსფეროსთან ერთად ქვეყნის კლიმატურ პირობებზე მორგებული ხორბლისა და ქერის სათესლე მასალების წარმოება საქართველოში დაიწყო.
როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და რა უპირატესობები გააჩნია მას? — ამ და სხვა საკითხებზე აგროსფერო Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს ტანია ჰუბნერს გაესაუბრა.
პირველ რიგში, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყევით Saatbau-ს ისტორია?
ფოტო: აგროსფერო
Saatbau 1950 წელს ავსტრიაში შეიქმნა. ამ პერიოდში ბაზარზე ხარისხიანი სათესლე მასალების დიდი დეფიციტი იყო. სწორედ ამან გადააწყვეტინა 5 ავსტრიელ ფერმერს კოოპერატივის შექმნა და სათესლე მასალების წარმოების დაწყება. დღეს ის ინტერნაციონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 16 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ფლობს წილებს როგორც ავსტრიულ, ისე უცხოურ დაწესებულებებში.
შექმნის დღიდან Saatbau-მ მიზნად დაისახა ავსტრია აღარ ყოფილიყო დამოკიდებული სათესლე მასალების უცხოურ ბაზარზე და ქვეყნისთვის სამყოფი პროდუქცია თავად შეექმნა. მართლაც, მან შეძლო ეწარმოებინა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალები და მოეხდინა მისით არა მხოლოდ ავსტრიის მომარაგება, არამედ მსოფლიოს 35 ქვეყანაში გატანა.
როგორ ინარჩუნებს Saatbau მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე?
ფოტო: აგროსფერო
Saatbau-ს გააჩნია დიდი ექსპერტული ცოდნა არა მხოლოდ პროდუქტების წარმოების, არამედ პროცესების მართვის კუთხითაც. ამასთან ერთად, კომპანია სწრაფად ადაპტირდება ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ.
Saatbau-ს მიზანია მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს თავის ფერმერებსა და მომხმარებლებს, რაც მათ კარგად იციან და რის გამოც დიდ ნდობას გვიცხადებენ. რაც მთავარია, ჩვენი წარმოება ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის და არის სრულიად გამჭვირვალე. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებით არ კარგავს Saatbau მოწინავე პოზიციებს აგროსექტორში.
როგორ იქნება ინოვაციური სათესლე მასალები Saatbau-ში?
ფოტო: აგროსფერო
პირველ რიგში, აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი ჯიშები, იგივე მშობელი მცენარეები, რომლებიც შემდეგ შეჯვარდება ისე, რომ ერთ ჰიბრიდში გაერთიანდეს მათი საუკეთესო მახასიათებლები. ამისათვის Saatbau-ს სელექციონერები სხვადასხვა მასალებს იკვლევენ და ტესტავენ ჯერ კომპიუტერულად, შემდეგ კი მინდვრებში.
ყოველწლიურად ჩვენ ასი ათასობით ვარიაციას ვცდით ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ლოკაციაზე და ვცდილობთ სასურველ კომბინაციებს მივაგნოთ. საუკეთესო ჰიბრიდები შემდეგ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იტესტება სხვადასხვა გარემოში. საერთო ჯამში, ერთი ჰიბრიდის შექმნას — პირველადი შეჯვარებიდან საბოლოო პროდუქტამდე – 7-10 წელი სჭირდება. პარალელურად, Saatbau უწყვეტად აგრძელებს უკვე არსებული მასალების განვითარებასა და მათი მახასიათებლების გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ Saatbau ქმნის პროდუქტებს პარტნიორებთან ერთადაც. მაგალითად, საქართველოში ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენელ აგროსფეროსთან ერთად ვაწარმოებთ ისეთ ჯიშებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგება ქვეყნის კლიმატურ პირობებსა და ეფექტიანად უმკლავდება ადგილობრივ გამოწვევებს.
რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ თქვენი თანამშრომლობა აგროსფეროსთან?
ფოტო: აგროსფერო
მარცვლეულის სათესლე მასალების პირველი ტესტირება საქართველოში, აგროსფეროსთან ერთად, ზუსტად 10 წლის წინ დავიწყეთ. იმ პერიოდში ბევრი ფერმერი ვერ იგებდა რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი თესლი არსებობდა. დღეს აგროსფეროს მომხმარებლებმა კარგად იციან განსხვავებები ჯიშებს შორის, თითოეული ვარიაციის მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანი გააკეთო იმ მასალაზე, რომელიც შენს მიზნებთან და მოთხოვნებთან მოდის თანხვედრაში. ეს ცვლილება, ვფიქრობ, სწორედ აგროსფეროს მუშაობის შედეგია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების წინ საქართველოში არ არსებობდა მასალების სერტიფიცირებისა და მათი ბაზარზე გატანისთვის საჭირო მკაფიოდ გაწერილი პროცედურები. დღეს კი ეს პროცესიც დაიძრა, რაშიც დიდი როლი ითამაშა აგროსფერომ. ამგვარი შედეგები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია გააუმჯობესო გარემო თუ ხარ აქტიური და ხმამაღლა საუბრობ შენს იდეებზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები