მეტროპოლ ქავთარაძე — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე
ფოტო: მეტროპოლი
ყველას გვიოცნებია, როგორი იქნებოდა ჩვენი მომავალი სახლი — რამდენი ოთახით, როგორი დაგეგმარებით, რა სიდიდის აივნით, რა ფერის ავეჯით, რა სტილის ინტერიერითა და დეკორით მოვაწყობდით. ალბათ, გონებაში, ფანჯრიდან ხედიც დაგვიხატავს და სამუშაო ოფისამდე მანძილიც გამოგვითვლია.
დეველოპერულ კომპანია მეტროპოლში აცხადებენ, რომ მეტროპოლ ქავთარაძე სწორედ ის ადგილია, სადაც ზუსტად ჩვენ მიერ ჩაფიქრებულ სახლს აღმოვაჩენთ; მეტიც — გადახდის მოქნილი პირობების საშუალებით, ჩანაფიქრის რეალობად ქცევისთვის პირველი ნაბიჯების გადადგმაც დღესვეა შესაძლებელი.
ფოტო: მეტროპოლი
მეტროპოლ ქავთარაძის კომპლექსი გააერთიანებს ორ 25-სართულიან შენობას, სადაც წარმოდგენილი იქნება აპარტამენტების ფართო სპექტრი, დაწყებული 1-საძინებლიანი სტუდიოდან, დამთავრებული პენტჰაუსებით.
ქალაქის ცენტრში, თანამედროვეობისა და აქტიური ცხოვრების შუაგულში ცხოვრებასთან ერთად, სიმყუდროვისა და სიმშვიდის შესაქმნელად, პროექტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარეკრეაციო ზონაც გამოარჩევს.
ფოტო: მეტროპოლი
10 000 კვ.მ. სიდიდის ტერიტორია სხვადასხვა მოსასვენებელ სივრცეებს მოიცავს — აქ შეხვდებით საკალათბურთო და საფეხბურთო სათამაშო მოედნებს, პავილიონს საღამოების სასიამოვნოდ გატარებისთვის, საფეხმავლო ბილიკებს, გამწვანებას და მინიატიურულ შადრევნებს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ განსატვირთად და სხვა. კომპლექსი აღჭურვილია 334 ავტომობილზე გათვლილი პარკინგით.
ფოტო: მეტროპოლი
ფოტო: მეტროპოლი
ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმცროსი წევრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად, კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებული იქნება საბავშვო ბაღიც. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს სავარჯიშო დარბაზს; სხვადასხვა ტიპის საოფისე და კომერციულ ფართებსაც.
ფოტო: მეტროპოლი
მიუხედავად იმისა, რომ მეტროპოლი გასულ წელს გამოჩნდა უძრავი ქონების ბაზარზე, ძალიან სწრაფად გაიზარდა და ამ ეტაპზე აერთიანებს პროექტებს თბილისსა და ბათუმში. მომდევნო 3 წლის განმავლობაში მეტროპოლის ინვესტიციების ზომა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ჯამურად, ამ ეტაპზე, 516 200 კვ. მ.-ზე დაგეგმილია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული კონცეფციის პროექტის მშენებლობა.
თბილისში წარმოდგენილი პროექტები განკუთვნილია როგორც საცხოვრებელი, ასევე საინვესტიციო დანიშნულებით. მეტროპოლ ქავთარაძის პროექტი გარდა, თბილისში, ამჟამად, მიმდინარეობს მეტროპოლ ბაგების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
მეტროპოლში აცხადებენ, რომ ბაზარზე პირველები არიან, ვინც მომხმარებელს უძრავი ქონების ყველა კონცეფციას სთავაზობს - იქნება მშენებარე საცხოვრებელი ბინები, საინვესტიციო პროექტები, კომერციული ფართები, კერძო სახლი თუ მიწები.
მიმდინარე პროექტები გვხვდება თბილისის შემოგარენშიც — პრესტიჟულ უბანში, თანამედროვე ტიპის, დიდი კერძო დასახლება აშენდება. ვინაიდან მეტროპოლში კარგად ესმით, რომ თანამედროვე მომხმარებელს ინდივიდუალური საცხოვრებელი სჭირდება და, კერძო სახლის ქონასთან ერთად, სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც საჭიროა — იყოს კომერციული ფართები, აუზი, სავარჯიშო დარბაზი და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი კონცეფციის შექმნა, რომლის მომხმარებლის ყველა სურვილსა და საჭიროებას დაუკმაყოფილებს, რაც კი საცხოვრებელთან ასოცირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები