სამი შვილის სიკვდილის შემდეგ, 83 წლის მევის პატერსონი ველოსიპედისტი გახდა
ფოტო: maviscycle/Instagram
მას შემდეგ, რაც 2012 წლიდან 4 წლის განმავლობაში 85 წლის მევის პატერსონს სამივე შვილი დაეღუპა, ველოსიპედის ტარება მისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გახდა. "ბებია მევი" სოციალურ ქსელში პოპულარული სწორედ ველოსიპედისტობით გახდა.
მან ბოლო გამოწვევა მიზნად მაისში დაისახა, როდესაც შოტლანდიაში ველოსიპედით 1000 მილის (1600 კილომეტრი) დაფარვა გადაწყვიტა — მისი მარშრუტი იქ დასრულდებოდა, საიდანაც დაიწყო.
"ვიცი, რომ საშინლად ჟღერს, მაგრამ ჩემი ველოსიპედი რომ არ მყავდეს, ალბათ, სიცოცხლე არ მენდომებოდა. მთელი შენი ოჯახის დაკარგვა წარმოუდგენელი ტკივილია. ერთხელ, როცა ჩემს შვილს მეგობარი მოუკვდა, მითხრა, წარმოიდგინე, შვილის სიკვდილი რა მტკივნეული იქნებაო, ახლა ამის გამოცდა საკუთარ თავზე მიწევს", — ამბობს მევისი.
ბებია მევის თქმით, არ იცის, საიდან იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ ამ ტკივილთან ერთად გაეგრძელებინა სიცოცხლე, თუმცა არაჩვეულებრივი მეგობრები და ველოსიპედი ეხმარებიან.
მან ველოსიპედით სიარული 2008 წელს დაიწყო, როდესაც ასაკის გამო სახსრებმა შეაწუხა, შვილების გარდაცვალების შემდეგ კი საქმეს უფრო სერიოზულად მოეკიდა — ის ყოველ დილით, თოვლში, ქარში თუ წვიმაში ადრე იღვიძებდა და დღეში ველოსიპედით 50 მილს (80 კილომეტრი) ფარავდა. თითოეული გამოწვევის გადალახვისას ის დონაციებს აგროვებდა სიმსივნის წინააღმდეგ შექმნილი ფონდისთვის.
ბოლო გამოწვევისასაც, როცა მიზნად 1000 მილის დაფარვა გადაწყვიტა, მიზნად კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად $38,000-ის შეგროვება ჰქონდა, მან $88,000-ის შეგროვება მოახერხა. თავგადასავალი რთული იყო, თუმცა დროდადრო პროფესიონალი ველოსიპედისტებიც უერთდებოდნენ, რათა გაემხნევებინათ და დახმარებოდნენ — ბებია მევის სპორტული ველოსიპედი არ ჰყავს და არც იმაზე აქვს წარმოდგენა, რა როგორ შეაკეთოს, უბრალოდ ველოსიპედით სიარულით ტკბება.
ფინიშის ხაზთან მევისს მხარდამჭერები ელოდებოდნენ, რათა მიზნის მიღწევა ერთად აღენიშნათ.
"ფინიშის ხაზთან ხალხში ჩემი შვილიშვილი დავინახე და მისკენ გავიქეცი. ეს ამაღელვებელი იყო", — აღნიშნა ბებია მევიმ.
მისი თქმით, მთებზე ასვლა ჩვეულებრივი ველოსიპედით უჭირდა, თუმცა ელექტრო ველოსიპედის ყიდვა არ უნდა, რადგან როდესაც დაბრკოლებებს გადალახავს, იმის თქმა შეეძლოს, რომ ეს მისი დამსახურებაა და არა ველოსიპედის.
"მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გზაზე მარტო ვარ, უბრალოდ ლამაზი პეიზაჟებია და არავინ გარშემო, მარტოსულად თავს არასოდეს ვგრძნობ, ჩემს ველოსიპედს ველაპარაკები ხოლმე, ხუმრობებს ვიგონებ...", — ამბობს ის.
2019 წელს პატერსონმა მიზნად ინგლისის ყველაზე სამხრეთი წერტილიდან მის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილამდე მისვლა დაისახა და როცა ეს მოახერხა, ასაკით ყველაზე უფროსი ადამიანის ტიტული მიიღო, რომელსაც ამ მარშრუტით უსარგებლია. პატერსონი ამბობს, რომ მსგავსი დატვირთვისთვის კარგად მომზადებული უნდა იყო და ამიტომ კვირაში 5-ჯერ ან 6-ჯერ ველოსიპედით სტაბილურად დადის.
"ვიცი, რომ როცა ადამიანები მიყურებენ და ფიქრობენ, რომ თუ მე, 83 წლის მოხუცს შემიძლია მსგავსი რამეები ვაკეთო, თვითონაც შეძლებენ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს მოტივაციას ვაძლევ და მიხარია, თუ ასეა", — აღნიშნავს ბებია მევი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები