საქართველოს ელჩი ისრაელში ამბობს, რომ დამატებითი რეისის დანიშვნაზე მუშაობენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
რატომ არის მნიშვნელოვანი: 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, ღაზადან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
- ამაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰამასმა აიღო. მათი თქმით, ეს არის შურისძიება ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფის გამო.
- ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჯარისკაცების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
- მალე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰამასმა ისრაელის სამხედროები და მათ შორის, სამოქალაქო პირებიც მძევლად აიყვანა და ღაზის სექტორში გადაიყვანა.
- მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა ჰამასმაც და ისრაელის თავდაცვამაც.
- სროლები იყო ღაზა-ისრაელის საზღვრის იმ ნაწილშიც, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობდა.
- თავდასხმის შედეგად ფესტივალის მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი ჰამასის წევრებმა მძევლად აიყვანეს. ზოგმა გაქცევა და დამალვა მოახერხა.
- ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა 900-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულია 3000-მდე.
- ისრაელის კონტრშეტევის შედეგად კი, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 600-მდე პალესტინელი.
დეტალები: ისრაელში იმყოფებიან საქართველოს მოქალაეებიც, რომელთა ნაწილს მიმდინარე მოვლენების გამო ქვეყნის დატოვა სურს.
- ისრაელში მყოფი ქართველები ტელევიზიებთან ევაკუაციის სირთულეებზე საუბრობენ.
- ბოლო დღეების განმავლობაში, მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ საქართველოს ავიახაზების ბილეთები გაძვირდა, რამაც საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
- კრიტიკის საპასუხოდ, ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ამტკიცებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს არის "ნამდვილი ეკონომიკური შპიონაჟი".
- "ამ მიმართულებაზე მძაფრი კონკურენციაა, რაც ბილეთის ფასებზე ყოველგვარ ხელოვნურ ჩარევას გამორიცხავს", — აღნიშნულია მათ განცხადებაში.
საქართველოს ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით 11 ოქტომბრისთვის დამატებითი რეისი დაინიშნა, თუმცა ამჟამად ყველა ბილეთი გაყიდულია.
- მისი თქმით, ყველა ბილეთი "15-20 წუთში გაიყიდა".
- ელჩმა დღეს თქვა, რომ ახალი რეისის დანიშვნაზე მუშაობენ.
- "ჩვენ ვმუშაობთ როგორც აირზენასთან, ისე ისრაელის მხარესთან, რომ დამატებითი რეისი დაინიშნოს 12 ოქტომბრისთვის. მიაქციონ ყურადღება ჩვენმა მოქალაქეებმა. ინტერნეტით იქნება ბილეთების გაყიდვა", — ამბობს ჟვანია.
- გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ ისრაელში არცერთი ქალაქიდან ევაკუციის გეგმა არ არის მიღებული და წესების დაცვის შემთხვევაში, იქ ყოფნა უსაფრთხოა.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ საელჩოს ცხელ ხაზზე:
- +972526919092
- +972 52-8888513
- +972 54-7386813
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები