ჰამასის მხარდაჭერის გამო ყოფილ პორნოვარსკვლავ მია ხალიფას კონტრაქტი შეუწყვიტეს
ფოტო: Edward Berthelot / Getty Images
ყოფილმა პორნოვარსკვლავმა მია ხალიფამ ინტერნეტსივრცის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია. ხალიფამ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) ისრაელში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და თავდასხმაზე პასუხისმგებელ ჰამასს, რომელსაც არაერთი ქვეყანა ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს, მხარდამჭერი კომენტარები მიუძღვნა. განცხადებებს მომხმარებლების ნაწილის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
"პალესტინის თავისუფლებისთვის მებრძოლებს იქნებ ვინმემ გადასცეთ, რომ ტელეფონი შემოატრიალონ და [ვიდეოები] ჰორიზონტალურად გადაიღონ", — დაწერა ყოფილმა პორნოვარსკვლავმა.
ამ განცხადების გამო ხალიფამ კანადელ რადიოწამყვან ტოდ შაპიროსთან გაფორმებული კონტრაქტიც დაკარგა.
"საშინელი განაცხადია, მია ხალიფა", — დაწერა შაპირომ, — "ჩათვალე, დათხოვნილი ხარ. უბრალოდ, ამაზრზენია. ამაზრზენზე უარესიც. გთხოვ, განვითარდი და უკეთეს ადამიანად ჩამოყალიბდი. გულის ამრევია, სიკვდილს, გაუპატიურებას, ძალადობასა და მძევლების აყვანას რომ იწყნარებ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ შენს უვიცობას. ადამიანებს ერთიანობა სჭირდებათ, განსაკუთრებით ტრაგედიის ჟამს. ვლოცულობ, რომ უკეთესი ადამიანი გახდე. თუმცა, აშკარაა, რომ შენთვის ეს უკვე დაგვიანებულია".
შაპიროს პოსტს ხალიფაც გამოეხმაურა და დაწერა, რომ საკუთარ თავზეა გაბრაზებული.
"პალესტინის მხარდაჭერამ საქმიანი გარიგებები დამაკარგვინა", — დაწერა მან, — "მაგრამ ჩემს თავზე უფრო მომდის ბრაზი, რომ არ შევამოწმე, სიონისტებთან ვიჭერდი თუ არა საქმეს. ჩემი შეცდომაა".
მედიაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, ხალიფასთან ურთიერთობა გაწყვიტა ამერიკულმა გამოცემა Playboy-მაც. როგორც ირკვევა, ფლეიბოის საიტიდან ჯერ ხალიფას პროფილი გაქრა, მოგვიანებით კი კომპანიამ მეილით თავადვე აცნობა მომხმარებლებს ამის შესახებ.
ყოფილი პორნოვარსკვლავის პოსტებს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა X-ის მომხმარებლების მხრიდანაც. ზოგიერთმა ხალიფა პალესტინის მხარდაჭერისთვის შეაქო, ზოგმა კი მოუწოდა, თავადვე ჩასულიყო ღაზის სექტორში.
"მიდი, ღაზაში ჩადი შენი ბოლო ფილმის პოსტერით და გაიმეორე, რაც თქვი. დაგიცდით", — დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
მია ხალიფას, რომელიც წარმოშობით ლიბანიდანაა, ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფო წინათ მოკვლით ემუქრებოდა.
რა ხდება ისრაელში
7 ოქტომბერს, გამთენიისას, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რამდენიმე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო, რომელსაც არაერთი ქვეყანა თუ გაერთიანება, მათ შორის ევროკავშირი და აშშ, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. მოულოდნელი შეტევა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო, მის სამიზნედ კი მშვიდობიანი ადამიანებიც იქცნენ: სროლა თავდაპირველად მუსიკალურ ფესტივალზე დაიწყო, სადაც მონაწილეების ნაწილი დაიღუპა, ნაწილი — მძევლად აიყვანა ჰამასმა, ზოგმა კი გაქცევა მოახერხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 600 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელმა სამხედრო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ქვეყანა "ამ ომში გაიმარჯვებს". ისრაელს სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს მსოფლიო ლიდერებმაც, მათ შორის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები