რა იცი საქართველოს ბანკის ახალ თამაშზე, რომელშიც უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო
ფოტო: საქართველოს ბანკი
9 ოქტომბერს საქართველოს ბანკის მობაილბანკში ახალი თამაში დაიწყო. მონაწილეობა შეუძლია ყველა სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, მათ შორის ემიგრანტებსაც კი. 12 კვირის განმავლობაში მონაწილეებს მობაილბანკში დახვდებათ სხვადასხვა სახის დავალებები და მათ შესასრულებლად მთელი კვირა ექნებათ, 2024 წლის იანვარში კი გრანდიოზული ფინალითა და საჩუქრებით დასრულდება.
თამაშის წესები ძალიან მარტივია, სრულად შენზეა დამოკიდებული მარტო ჩაერთვები, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.
რატომ შეიძლება ჩაერთო თამაშში გუნდურად?
ამ შეკითხვაზე მარტივი და ალბათ ცოტათი გაცვეთილი პასუხის გაცემაც შეიძლებოდა — „ძალა ერთობაშია“. თუმცა, ერთობლივი ძალისხმევის გარდა, გუნდურად თამაშს სხვა უპირატესობებიც აქვს.
მაგალითად, თამაშის მიმდინარეობისას თქვენ მონეტების ერთობლივად შეგროვებას შეძლებთ. გუნდის წევრებს ყოველკვირეულად მოუწევთ ერთად გაართვან თავი დავალებებს. თითოეული უშეცდომოდ შესრულებული დავალება მონეტებს მოგიტანს, ხოლო თუ კვირის ყველა დავალებას წარმატებით შეასრულებ, დამატებით მონეტასაც გამოჰკრავ ხელს. ყველა ეს მონეტა გუნდის სახელზე დაგროვდება. რაც მეტი მონეტა გექნებათ, მით უკეთესი — მათ ან თამაშის მიმდინარეობისას გადაცვლის კაპიტანი მარკეტში სხვადასხვა საჩუქარზე, ან დასკვნითი ტურისთვის გადაინახავთ და ფინალში სხვადასხვა სახის საჭირო დახმარებას მიიღებთ (დროის მოგება, მინიშნება ან პასუხის გახსნა).
გარდა ამისა, საპრიზო ფონდში გუნდური მოთამაშეებისთვის უფრო მსხვილი ჯილდოა გათვალისწინებული. მაგალითად, თუკი დამოუკიდებლად მოთამაშე გაიმარჯვებს, ის 25 ათას ლარს მიიღებს, მაგრამ გამარჯვებული ორმოთამაშიანი გუნდი 55 ათას ლარს გაიყოფს (შესაბამისად, თითოეული 27 500 ლარს მიიღებს). ეს პრიზი კიდევ უფრო იზრდება 3-მოთამაშიან გუნდებზე — თუ ის გაიმარჯვებს, ჯამში 90 ათას ლარს (თითოეული — 30 ათასს) მიიღებენ. სტატისტიკის მიხედვით უფრო მეტი დამოუკიდებელი მოთამაშეა თუმცა გუნდურად თამაშის შემთხვევაში მოგების შანსი უფრო მაღალია, კონკურენცია კი დაბალი, ვიდრე ერთკაციან, დამოუკიდებელი მოთამაშეებისა.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ თამაშის მიმდინარეობისას შენ გუნდს ვეღარ შეცვლი და ვერც დაამატებ ვინმეს, ამიტომ მოგიწევს თამაში თავდაპირველი შემადგენლობით დაამთავრო.
როგორც აღვნიშნეთ თამაშში ჩართვა უმარტივესია, სულ რამდენიმე წინაპირობა უნდა გაითვალისწინოთ:
- ყველა მოთამაშე იყოს სრულწლოვანი და საქართველოს მოქალაქე;
- გქონდეთ საქართველოს ბანკის მობაილბანკის აპლიკაცია.
თამაშის პრინციპებზეც, რომ ვისაუბროთ. აპლიკაციაში ყოველკვირეულად, ორშაბათობით დაგხვდება დავალებები, რომლის შესასრულებლად მთელი კვირა გექნება და ფინალამდე დროში შეზღუდული ნამდვილად არ ხარ. ყოველი დავალების სწორედ შესრულების შემთხვევაში ანგარიშზე მონეტები დაგერიცხება, რომელიც შეგიძლია მაშინვე საჩუქრების მარკეტში გამოიყენო ან ფინალისთვის დააგროვო. გაითვალისწინე ისიც, რომ თუკი კვირის ყველა დავალებაში აქტიურად ჩაერთვები, შესაძლოა დამატებითი მონეტებიც მიიღო.
ფინალში მოხვედრა სრულად შენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. იმ შემთხვევაში, თუ ყოველკვირეულ დავალებებს ორჯერ მაინც წარმატებულად შეასრულებ — ანუ დამატებით მონეტას ორჯერ მაინც აიღებ, ფინალში მოხვედრის გარანტირებული შანსი გექნება. საბოლოოდ სისწრაფეს ფინალში დიდი მნიშვნელობა აქვს — გაიმარჯვებს ის ვინც ყველაზე სწრაფად და გონივრულად გაართმევს თავს ყველა დავალებას.
დაბოლოს, ფინალის პრიზები — ჯამში საპრიზო ფონდი 360 000 ლარია და პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს საქართველოს ბანკი ფულად პრიზებს გადასცემს.
საპრიზო კატეგორიები ასე გამოიყურება
3 მოთამაშიანი გუნდი :
I ადგილი - 90 000 ლარი (30 000 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
II ადგილი - 60 000 ლარი (20 000 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
III ადგილი - 45 000 ლარი ( 15 000 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
2 მოთამაშიანი გუნდი :
I ადგილი - 55 000 ლარი; (27 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
II ადგილი - 35 000 ლარი; (17 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
III ადგილი - 25 000 ლარი (12 500 ლარი გუნდის თითოეულ წევრს)
დამოუკიდებელი მოთამაშეები:
I ადგილი - 25 000 ლარი;
II ადგილი - 15 000 ლარი;
III ადგილი - 10 000 ლარი.
ამ სამი თვის განმავლობაში შენ შეგიძლია დაუვიწყარი თავგადასავლის მონაწილე გახდე, ამიტომ, თუ ჯერ არ გაქვთ აპლიკაცია, მიჰყევით ბმულს, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი თქვენს ტელეფონში და დაიწყეთ თამაში.
არ გაჩერდე, თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია თამაში, შემოგვიერთდი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები