თიბისიმ საერთაშორისო კონფერენციაზე UNITING BUSINESS EUROPE მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა წარადგინა
ფოტო: თიბისი
9 ოქტომბერს, თბილისში, გაეროს გლობალური შეთანხმებისა და საქართველოს ქსელის ორგანიზებით, ევროპის სხვა ადგილობრივ ქსელებთან პარტნიორობით, საერთაშორისო კონფერენცია Uniting Business Europe გაიმართა. კონფერენციაზე, ღონისძიების ერთ-ერთი გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო მასურაშვილმა თიბისის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკაზე ისაუბრა.
Uniting Business Europe აერთიანებს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრებს და დაინტერესებულ მხარეებს: ადგილობრივ და გლობალურ ბიზნეს ლიდერებს, ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, კორპორაციული მდგრადობის ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლებს ევროპიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ცენტრალური აზიიდან.
Uniting Business Europe-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში განხილული იყო, თუ რა კრიტიკული როლი აქვს კრიზისის დროს ბიზნესის ლიდერობას, პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომას, გლობალურ ტენდენციებს, მექანიზმებს და პარტნიორობას 2030 წლის დღის წესრიგის სრულად მისაღწევად.
კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორებიცაა: მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროგრესი, ევროკავშირში კორპორაციული მდგრადობის რეგულაციები, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მდგრადი დაფინანსება, მდგრადი შესყიდვების პრაქტიკა, განახლებად ენერგიაზე გადასვლის დაჩქარება და სხვა.
"თიბისისთვის, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუციისთვის ადამიანების მხარდაჭერა და მათ განვითარებაზე ზრუნვა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. თიბისი უკვე 10 წელია, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრია და რეგიონული კონფერენციის გენერალური სპონსორობით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს გრძელვადიან მხარდაჭერას. კარგად გვესმის, რომ კერძო სექტორის წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია. თიბისის სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებები აქვს, მათ შორისაა განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსება, ფინანსური და არაფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მცირე და საშუალო ბიზნესების და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ქალების ეკონომიკური გაძლიერება, მათი ჩართულობის ზრდა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში, განათლების პროგრამები ახალგაზრდებისთვის. სხვადასხვა გამოწვევების წინაშე ვართ, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული რისკები, ამიტომ მდგრადი ბიზნეს მოდელების მხარდაჭერა და მომხმარებლების, ბიზნესის, თანამშრომლების და მთლიანად საზოგადოების მდგრადობის გაზრდა ჩვენი მისიის განუყოფელი ნაწილია" - აღნიშნავს ნინო მასურაშვილი.
Uniting Business Europe კონფერენციის სპიკერები იყვნენ მაღალი რანგის ადგილობრივი და გლობალური ბიზნეს ლიდერები, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის: ჰეიდი ჰაუტალა — ევროპული პარლამენტის ვიცეპრეზიდენტი (ჰიბრიდული ფორმატით), ვიტორია ფერაგამო — ილ ბორო ტოსკანას მფლობელი, იმრან აჰმადზადა — NEQSOL Holding Azerbaijan ხელმძღვანელი, მელინა არაკელიანი — ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში, ნინო მასურაშვილი — თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ვალერი ჩეხერია — რუმს ჰოტელსის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა — თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, სატიშ ბატი — აჭარისწყალი ჯორჯიას აღმასრულებელი დირექტორი, იკინ ჰაჯიევი — Sustainera Solution-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰენინგ სასე, Norm-ის აღმასრულებელი დირექტორი და სხვა.
კონფერენციის Uniting Business Europe ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანადაფინანსებით USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები