მიუზიკლი ჩიკაგო და უნიკალური ქორეოგრაფიული ნიმუშები
ფოტო: თეატრი
გასულ თვეს წისქვილი ჯგუფის სივრცე თეატრმა სტუმრებს ახალი გრანდიოზული მიუზიკლი — ჩიკაგო წარუდგინა. პირველი შეფასებებით თუ ვიმსჯელებთ, წარმოდგენამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან სცენაზე გაცოცხლდა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
ჩიკაგოს წარმდგენი და სპონსორია არქი, ლიდერი დეველოპერული კომპანია საქართველოში.
ფოტო: თეატრი
ჩიკაგო პირველად 1975 წელს ნიუ იორკში, ბროდვეიზე დაიდგა, რის შემდეგაც მან მსოფლიოს 36-ზე მეტი ქვეყანა მოიარა. წარმოდგენა დღემდე არ კარგავს პოპულარობასა და აქტუალობას, რაც ჩიკაგოს ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე მიუზიკლის სტატუს ანიჭებს. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ამგვარი წარმატება მისი სიუჟეტისა და უნიკალური თხრობის დამსახურებაა. თხრობას უნიკალურობას კი ქორეოგრაფია სძენს, რომელიც პერსონაჟთა სათქმელის, ხასიათის, შინაგანი ემოციური მდგომარეობის გადმოცემას სიტყვების გარეშე ახერხებს და წარმოდგენა სრულიად ახალ საფეხურზე აჰყავს.
ფოტო: თეატრი
ჩიკაგოს საკულტოდ ქცეული ქორეოგრაფია ბობ ფოსმა შექმნა, რომელიც ამერიკული თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა და დღეს ლეგენდად ქცეული ქორეოგრაფი და მოცეკვავეა. ფოსის ნამუშევრები მკვეთრად ინდივიდუალური სტილით გამორჩევა, რომელიც აერთიანებს ჯაზისა და ვოდევილის ჟანრების ელემენტებს და ქმნის ახალ, მხოლოდ ჩიკაგოსთვის დამახასიათებელ ხელწერას.
Jazz Hands — ასე უწოდებენ ფოსის მიერ დამკვიდრებულ ერთ-ერთ მოძრაობას, რომელიც ფართოდ გაშლილი თითებით ჯაზის რიტმს აყოლილ მოძრაობას ეწოდება. მიუზიკლის პერსონაჟები, ასევე, ხშირად იყენებენ სხეულის სხვადასხვა ნაწილის იზოლაციის ტექნიკას, რაც სხეულის განსაკუთრებული კონტროლის უნარს მოითხოვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ჩიკაგოს ქორეოგრაფია ავლენს პერსონაჟების პიროვნულ ხასიათს, სათქმელს და, ამასთან, ასახავს მთავარი გმირების მიმზიდველობას, შარმსა და სიძლიერეს.
ფოტო: თეატრი
ALL That Jazz-ს, Cell Block Tango-ს, Razzle Dazzle-სა და სხვა ყველასთვის კარგად ნაცნობ ქორეოგრაფიულ ნიმუშებს წისქვილის თეატრის სცენაზე ცნობილი ქართველი არტისტები აცოცხლებენ, მათ შორის, მარიამ როინიშვილი, ანა ქურთუბაძე, მარიკო ებრალიძე, გიგი დედალამაზიშვილი, ანდრია გველესიანი და სხვა. ჩიკაგოს ქართულ დადგმაში, შენარჩუნებულია ფოსის უნიკალური ქორეოგრაფია, თუმცა შეიცავს თანამედროვე ელემენტებსაც, რომელზეც ქართველმა ქორეოგრაფმა გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა.
ფოტო: თეატრი
„მოგეხსენებათ, რომ, ზოგადად, მიუზიკლში ქორეოგრაფიას წამყვანი ადგილი უჭირავს. მოძრაობის ხელოვნება კიდევ უფრო დიდ როლს ასრულებს „ჩიკაგოში“, რადგან თითოეულ ელემენტს თავისი დატვირთვა აქვს. ფოსის ნამუშევრებს, როგორც უბრალოდ ქორეოგრაფიას ვერ შეხედავ, მე მას უფრო არტისტულ ქორეოგრაფიას ვუწოდებდი. ცხადია, მასზე მუშაობა ორმაგად საპასუხისმგებლო და რთული აღმოჩნდა. ჩემი ამოცანა იყო შემენარჩუნებინა ის, რაც ყველაზე ფასეულია და მცირედით გამეთანამედროვებინა ის“, — აცხადებს გიორგი ტორიაშვილი.
ჩიკაგო თავისი შთამბეჭდავი ქორეოგრაფიულ-მუსიკალური ნიმუშებით მაყურებლის წინაშე თვეში რამდენჯერმე წარდგება. ასე რომ, გადაავლეთ თვალი თეატრის აფიშას, მოინიშნეთ სასურველი თარიღი და მოემზადეთ განუმეორებელი სანახაობისთვის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები