იმედი შუა ქალაქს პოლიტიკური ცენზურით ავრცელებს — რა ხდება
ფოტო: იმედის Youtube-არხის სქრინშოტი
მოკლედ: იმედმა, სატელევიზიო სერიალის შუა ქალაქის სერიებიდან ამოიღო სცენები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების მონაწილეობით.
- სერიალის ავტორია ღამის შოუ სტუდია. სტუდიის დირექტორმა, ივანე ჭელიძემ, გვითხრა, რომ ტელევიზიას სერიალიდან პოლიტიკური მოტივით სცენების ამოღება მათთან არ შეუთანხმებია, თუმცა, "კონტრაქტის მიხედვით, არხს ამის უფლება აქვს".
დეტალები: ტელევიზიამ, სერიალის ჩანაწერების პოლიტიკური თვალსაზრისით რედაქტირებული ვერსია განათავსა Youtube-ზე.
- მანამდე შუა ქალაქის ორიგინალური ჩანაწერები გამოქვეყნებული იყო სერიალის ოფიციალურ Youtube-არხზე, მაგრამ ახლა, ეს გვერდი გაუქმებულია.
- Youtube-ზე, იმედის მიერ გამოქვეყნებული სერიალის ჩანაწერებიდან ამოღებულია სცენა გიგი უგულავას (თბილისის მერი 2005-2010 წლებში) მონაწილეობით.
- 2020 წელს, სერიალის განმეორებითი ჩვენებისას, ტელეეთერში არც ის ეპიზოდი მოხვდა, რომელშიც მონაწილეობდა ალექსანდრე კვიტაშვილი (ჯანდაცვის მინისტრი 2008-2010 წლებში).
რატომ არის მნიშვნელოვანი: არხმა, 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ ენმ-ის რევანშს;
- მას შემდეგ, საინფორმაციო გამოშვებებსა და ანალიტიკურ გადაცემებში არასდროს აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ოპოზიციას "რადიკალებად" მოიხსენიებენ — ხელისუფლების მაღალჩინოსნების მსგავსად.
ამ კონტექსტში შუა ქალაქიდან პოლიტიკური თვალსაზრისით ამოღებული სცენები მაყურებლისთვისაც შესამჩნევია.
სტრიქონებს შორის: ზოგადად, ცენზურის გამოყენების პრაქტიკა გულისხმობს, შეზღუდოს წვდომა გარკვეულ შინაარსსა თუ იდეებზე. ცენზურას სხვადასხვა ფორმა აქვს და მათ შორისაა შინაარსის ცენზურა მედიაში, თუ ინტერნეტში. ცენზურის საბაბი, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკურია. ცენზურის მიზნით, შესაძლოა, შინაარსის გარკვეული ნაწილი წაიშალოს, შეიცვალოს ან შეიზღუდოს.
ღამის შოუ სტუდია შუა ქალაქს იმედის დაკვეთით 2007-2013 წლებში ქმნიდა. ივანე ჭელიძემ, სტუდიის დირექტორმა, გვითხრა, რომ
- არხთან სამი წლის წინ განაახლეს კონტრაქტი სერიალის განმეორებითი ჩვენების შესახებ, და ახლა, იმედი და ღამის შოუ სტუდია სერიალზე თანაბარ უფლებებს ფლობს.
- სერიალიდან ზოგიერთი სცენის ეთერში არ გაშვება იმედისთვის ახალი პრაქტიკა არ არის.
- "2012 წლის შემდეგ, ბევრჯერ მომხდარა ასე. მახსოვს, წლების წინ, განმეორებითი ჩვენებისას, გიგი უგულავას მონაწილეობით ამოჭრილი სცენა ჩემთვისაც თვალშისაცემი იყო", — თქვა მან.
ვცადეთ დაზუსტება, თუ აძლევს ღამის შოუ სტუდიასთან გაფორმებული ახალი კონტრაქტი იმედს უფლებას, პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ამოიღოს სცენები სერიალიდან, რაზეც ჭელიძემ გვიპასუხა, რომ "შეუძლიათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება, ისეთი ფორმით გაუშვან სერიალი, როგორც ჩათვლიან საჭიროდ".
იმედზე ახლა სერიალის მეხუთე სეზონის განმეორებითი ჩვენება მიმდინარეობს. არხიდან გვითხრეს, რომ საკითხზე კომენტარისთვის, წერილობით მივმართოთ. მასალა მათგან მიღებული პასუხის მიხედვით განახლდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები