ღაზის სექტორში ათასობით ადამიანი საზღვრის გახსნის მოლოდინშია, მაგრამ მხარეები ზავს არ ადასტურებენ — ბოლო ამბები
ფოტო: thesundaily
მოკლედ: ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის, ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი.
- ინფორმაციას დროებითი ზავის შესახებ არც ჰამასი ადასტურებს.
დეტალები: ცნობა ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველად, დღეს, 16 ოქტომბერს, სააგენტო როიტერსმა, ეგვიპტელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა.
- დროებითი ზავის მიზანი უნდა ყოფილიყო ეგვიპტესთან დამაკავშირებელი რაფას გამშვები პუნქტის გახსნა. ის მდებარეობს ღაზის სამხრეთით, ეგვიპტის საზღვართან.
- როიტერსი წერდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში იქნებოდა 16 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 09:00-დან 18:00-მდე.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ღაზას სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ეგვიპტესა და ისრაელთან აქვს.
- იმის გამო, რომ ისრაელმა ყველა გამშვები პუნქტი დაბლოკა, ახლა რაფა ღაზის სექტორისთვის ერთადერთი გზაა, საიდანაც ჰუმანიტარული დახმარების მიღება და, ასევე, მოსახლეობის ევაკუაციაა შესაძლებელი.
- მდგომარეობა ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის სულ უფრო უარესდება — პრობლემაა სასმელი წყალი, საკვები, ელექტროენერგია და მედიკამენტები.
- გაერო შიშობს, რომ ათასობით პაციენტის სიცოცხლე რისკის ქვეშ დადგება, რადგან საწვავის რეზერვი ღაზის ყველა საავადმყოფოში იკლებს.
სტრიქონებს შორის: ეგვიპტე რაფას გამშვები პუნქტის გახსნას მკაცრად კრძალავდა, რადგან ურთიერთობა ჰამასსა და ეგვიპტეს შორის საკმაოდ დაძაბულია.
- გუშინ, 15 ოქტომბერს, ეგვიპტის მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად გამშვები პუნქტი გაიხსნებოდა, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
კონტექსტი: ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის ჩრდილოეთი ნაწილი უკვე 500 000-მდე ადამიანმა დატოვა, მას შემდეგ, რაც ისრაელმა მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
- 7 ოქტომბერს ჰამასმა ისრაელზე უპრეცედენტო და სრულიად მოულოდნელი შეტევა დაიწყო - სარაკეტო დარტყმების პარალელურად, ჰამასის მებრძოლები ისრაელის ტერიტორიაზე გადავიდნენ, თავს დაესხნენ ღაზა-ისრაელის საზღვრის ნაწილში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალსაც და ასეულობით ადამიანი დახოცეს, ნაწილი კი მძევლად აიყვანეს.
- ისრაელმა კონტრშეტევა დაიწყო, რასაც ასევე ასეულობით პალესტინელი ემსხვერპლა.
- ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა — მათ ღაზას ელექტროენერგიის, საკვების, წყლისა და საწვავის მიწოდება შეუწყვიტეს.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები