კინგსის ფინანსური განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ფინანსური განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერია. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის განმახორციელებელია კინგსი საქართველო, პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტის საფუძველზე.
ფინანსური განათლების პროექტის მიზანს ახალგაზრდებში როგორც ფინანსური, ასევე სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო პროცესებში ჩართულობის და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შეგრძნების ამაღლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა: ინფლაცია, დეფლაცია, ინვესტიციები, დეპოზიტები და სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში. ამ პერიოდის განმავლობაში ისინი მოემზადებიან ფინანსური განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
ამისათვის, მოსწავლეებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება - თავდაპირველად, მოსწავლეები გაეცნობიან სასწავლო მასალებს, შეასრულებელ ოლიმპიადის იმიტირებულ ტესტებს. ამასთანავე, შეხვდებიან სფეროს სპეციალისტებს. აღსანიშნავია, რომ კურსის ბოლოს, შეხვედრა გაიმართება საქართველოს ბანკის წარმომადგენელთან, რომელიც მონაწილეებს ფინანსური განათლების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე გაესაუბრება.
25 ნოემბერს კი მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების ოლიმპიადა გაიმართება.
საქართველოს ბანკი უკვე მესამე წელია, კინგსის გენერალური მხარდამჭერია და აქტიურად უწყობს ხელს ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს.
"საქართველოს ბანკში უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში კარგად გვესმის განათლების მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ფინანსური განათლების შესახებ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ კინგსთან სამწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ერთობლივად უკვე მრავალი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ერთ-ერთი მათგანი კი ფინანსური განათლების ოლიმპიადაა. ეს არის შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის, მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ გამოსცადონ კიდეც საკუთარი შესაძლებლობები ოლიმპიადაზე. საქართველოს ბანკი არ ჩერდება და აქტიურად განაგრძობს საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას," - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები