ირაკლი კობახიძე

17 Oct. 2023, 13:04

ჩვენ, არვიცი, არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან. გამოვიდა და პირდაპირ თავს დაესხა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, არცერთი არგუმენტი არ უთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში და გამოიყენა უხეში ტერმინები. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა, პირდაპირ იუზრდელა. ეს არის, შეგახსენებთ, ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წიდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ნეიტრალური უნდა იყოს, უზრდელობდეს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. 

ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადება. 16 ოქტომბერს საკონსტიტუცო სასამართლომ დაადგინა სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა. ვიდეო მიმართვისას ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ოცნების" ოცნების დრო დამთავრდა. "პარლამენტშიც მივალ და იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე, არავინ მჭირდება მხარდასაჭერად", — აღნიშნა მან. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
  3. სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
  4. ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
  5. ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…