რა დაწერეს მოსამართლეებმა, რომლებმაც პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად არ ცნეს
მოკლედ: საკონსტიტუციო სასამართლოს სამმა მოსამართლემ — ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს განსხვავებული მოსაზრებები და არგუმენტები, რის გამოც წინააღმდეგობაში არიან იმ ექვს კოლეგასთან, ვინც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
- ეს საქართველოსთვის პირველი პრეცედენტია, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის მიმართ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტის წინააღმდეგ, იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძვლად იქცა, რაც იმდენადვეა სამართლებრივი საკითხი, რამდენადაც — პოლიტიკური.
- მმართველი პარტია აცხადებს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვას ხვალ, 18 ოქტომბერს დაიწყებს.
- ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ანდტიდასავლურ იმპიჩმენტს უწოდებს და ოპოზიციას მიმართავს, რომ "თუ უნდათ, სურათი დადგეს ძლიერი, [პარლამენტს] გარეთ დადგნენ".
სამი მოსამართლის განსხვავებული აზრი: სალომე ზურაბიშვილის პოზიციის სასარგებლოდ, საკონსტიტუციოს მოსამართლეები — იმერლიშვილი, კვერენჩხილაძე და ტუღუში ვრცელ, 61-პუნქტიან ტექსტს აქვეყნებენ. მიაჩნიათ, რომ:
- ექვსი მოსამართლისგან, სახელმწიფოს მეთაურის სტატუსი გაგებულია "შინაარსისგან დაცლილ, ფუნქციას მოკლებულ მოცემულობად", რასაც ვერ გაიზიარებენ.
- საკუთარი მიზნისა და დანიშნულების გათვალისწინებით, შეუძლებელია საქართველოს კონსტიტუცია ქმნიდეს შინაარსისგან გამოფიტულ, ფიქციურ ინსტიტუტებს.
- კონსტიტუციური ინსტიტუტის ამგვარად წარმოჩენა, მისი შინაარსისაგან დაცლა, არა მხოლოდ აკნინებს კონსტიტუციის მნიშვნელობას, არამედ ასევე უგულებელყოფს მის, როგორც დემოკრატიული მმართველობის ქვაკუთხედის, დანიშნულებას.
კონსტიტუციის 48-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული იმპიჩმენტის საფუძველი – თანამდებობის პირის მიერ „კონსტიტუციის დარღვევა“, მოიაზრებს არა საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნებისმიერი აქტის გამოცემას ან/და ქმედების განხორციელებას, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შედეგადაც კონსტიტუციური ინტერესების მიმართ დამდგარი ზიანი ან/და კონკრეტული თანამდებობის პირის ბრალეულობის ხარისხი მისი თანამდებობიდან გადაყენების საჭიროებაზე მიუთითებს.
სტრიქონებს შორის:
- ეს სამი მოსამართლე გუშინდელ სატელევიზიო მიმართვაში ახსენა სალომე ზურაბიშვილმა.
- "გარკვეულწილად, საკუთარი რეპუტაცია უფრო გადაარჩინეს, ვიდრე — საკონსტიტუციოსი", — თქვა პრეზიდენტმა მათზე.
- საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას "სამარცხვინო უწოდა" და თქვა, რომ "ასევე უნდა რცხვენოდეს ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა".
კონტექსტი:
- საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინშია. ამ კონტექსტში საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ქართული ოპოზიციის ნაწილი, ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დამაზიანებელი იქნება ამ მნიშვნელოვანი პროცესისთვის.
- საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საფუძვლად ქართული ოცნების დეპუტატები ასახელებენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობისგან შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო.
- საქართველოში მოქმედმა არასამთავრობოებმა, 4 სექტემბერს მთავრობას მოუწოდეს, შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება იმპიჩმენტით.
- "ეს არის მთავრობის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობას და ეს არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას, რაც მისი სტატუსის წინ წაწევისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებას უნდა გულისხმობდეს", — თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე საუბარი დაიწყო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები