წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი Grand Jury Du Vin გაიმართება
ფოტო: საქართველოს ბანკი
3-4 ნოემბერს წინანდლის მამულში შვეიცარიული ასოციაციის ყველაზე პრესტიჟული Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
საქართველო Grand Jury Du Vin-ის სიმპოზიუმს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების, ფარგლებში, წინანდალში თავს მოიყრიან მსოფლიოს ღვინის პროფესიონალები — სომელიეები, ექსპერტები, ჟურნალისტები, ღვინის ენთუზიასტები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ ბორდო გრანდ კრუს კლასიფიკაციის ღვინოები, ასევე საუკეთესო ქართული ღვინის ნიმუშები.
ამასთანავე, Grand Jury Du Vin-ის სიმპოზიუმი მონაწილეებს კულტურულ პროგრამას წარუდგენს, სადაც სტუმრები როგორც ქართულ ტრადიციულ, ასევე თანამედროვე ხელოვნებასა და გასტრონომიას გაეცნობიან. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ქართული ფოლკლორის საღამო სუხიშვილების ეროვნული ბალეტის მონაწილეობით. ასევე, სიმპოზიუმის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ გალა ვახშამს, რომელსაც უმასპინძლებს იან ჰარტვიგი, მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელი შეფი და ირაკლი ასათიანი, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი.
"საქართველოს ბანკი ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს, როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ვიყოთ მსოფლიოში აღიარებული Grand Jury Du Vin-ის სიმპოზიუმის მხარდამჭერები, რომელიც საერთაშორისო დონის ღვინის ექსპერტებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. ეს არის მნიშნელოვანი ინიციატივა და კარგი შესაძლებლობა, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ 8000 წლის მქონე ქართული ღვინის ისტორია, ხელი შევუწყოთ ქართველ მეღვინეებს, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას მსოფლიო ბაზარზე და ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე.
"წინანდლის ღვინის სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებს ასოციაციის Grand Jury du Vin 25 წევრი. ამ ადამიანებს უდიდესი გავლენა აქვთ ღვინის ინდუსტრიაზე. ჩამოვლენ მსოფლიოს წამყვანი მეღვინეები, ღვინის ექსპერტები, კრიტიკოსები, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორები. ასევე, სომელიეები და ჟურნალისტები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. ასევე იქნებიან ცნობილი მწარმოებლები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მათ შორის — ოტ ბრიონ, ვევ კლიკო, ჰენესი და ა.შ. ამ 2-დღიანი ღონისძიების მიზანია, რომ ცნობილმა ჟურნალისტებმა და ღვინის ინდუსტრიის გამოჩენილმა წარმომადგენლებმა ზუსტად შეიგრძნონ საქართველოს ტურიზმის პოტენციალი, განსაკუთრებით ქართული ღვინის, გასტრონომიის და კულტურის ხიბლი. ქართველ მეღვინეებს კი საშუალება ეძლევათ საკუთარი ღვინოები მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს წარუდგინონ." — გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი სილქ როუდ ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ბანკისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება.
1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში მართავდა იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d’Este-ში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები