adjaranet და iMovies ისევ გათიშეს — რა ხდება
ცოტა ხნის წინ ფილმებისა და სერიალების პოპულარული მეკობრული ვებგვერდები adjaranet და iMovies ისევ გაითიშა. ვებგვერდები პირველად დაახლოებით 1 წლის წინ გაითიშა, რის მიზეზადაც ის დასახელდა, რომ კინო და სატელევიზიო პროდუქცია არალეგალურად, საავტორო უფლებების დარღვევით იყო განთავსებული. მოგვიანებით მომხმარებელთა ნაწილმა საიტების გამოყენება კვლავ შეძლო. თუმცა ამჯერად მომხმარებლები საიტებზე ისევ ვეღარ შედიან.
საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბეჟაშვილმა, ვებგვერდების გათიშვის შესახებ კომენტარი ბიზნეს ფორმულასთან გააკეთა. მისი თქმით, ფინანსური პოლიციის მხრიდან ჩატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სერვერები, რომლებზეც პირატული გვერდები ფაილებს ათავსებდნენ.
"პირატულ გვერდებთან ბრძოლის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო ეტაპი. ფინანსურმა პოლიციამ ამოიღო სერვერები, რომელსაც პირატული გვერდები იყენებდნენ. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის არ შემიძლია დაგიდასტუროთ, თუ რამდენად ეკუთვნოდა აღნიშნული სერვერები ქლაუდ ცხრას. ან მოასწრეს თუ არა მათ ფაილების სხვა სერვერზე გადატანა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საიტები სრულად არის ინტერნეტსივრციდან გათიშული", — განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა ბიზნეს ფორმულასთან.
ჯერჯერობით უცნობია adjaranet და iMovies მუშაობას კვლავ განაახლებენ თუ ვერა. ვებგვერდების გათიშვის შესახებ ცოტა ხნის წინ აჭარანეთის წარმომადგენელმა, გიორგი წერეთელმა, ტიკტოკი გამოაქვეყნა.
"ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ რა ბედის ელის საიტს, აღდგება თუ არა, ან როდის აღდგება, ან საერთოდ რა მოხდება. ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, თუ რამე ინფორმაციას გავიგებ, ჩავწერ ვიდეოს და გაგაგებინებთ", — ამბობს გიორგი წერეთელი.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს გავლენიანი ამერიკული კინოსტუდიების საერთო დისტრიბუტორმა კომპანია Motion Picture Association of America-მ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გამაფრთხილებელი წერილით ინტერნეტსივრცეში ფილმების განთავსების კანონიერად დარეგულირება მოსთხოვა. 2021 წლის ნოემბერში ჰოლივუდის დიდი კინოსტუდიების ამავე გაერთიანების მიმართვის საფუძველზე ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ქართული მეკობრული ვებგვერდების სოციალური მედიის ანგარიშები წაიშალა. 2022 წლის მაისში კი ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის წევრობის კითხვარში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სწორედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ვალდებულებას, რისი სამომავლოდ კიდევ უფრო ქმედითად აღსრულება საქართველომ თავის თავზე აიღო.
adjaranet-ისა და iMovies-ის გათიშვამ მომხმარებელთა მხრიდან როგორც 2022 წელს, ახლაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბოლო ორი დღეა On.ge-ის სერიალების ჯგუფში, სახელად ერთი სერიაც და…, წევრები ვებგვერდების გათიშვას აქტიურად განიხილავენ.
"ადამიანებისთვის ფილმების და სერიალების ყურების შეზღუდვა ძაან დიდი ბოროტებაა. ქვეყანაში ბევრმა ადამიანმა არ იცის უცხო ენა და უყურებს ქართულად, ან იციან, მაგრამ მაინც საკუთარ ენაზე ყურება ურჩევნიათ. და როცა რაღაცას კრძალავ (ჯერ პირატული საიტების აკრძალვა ძაან დიდი სისულელეა და მერე მით უმეტეს, საქართველოში), როგორც მინიმუმ ადამიანებს ალტერნატივა უნდა მისცე და ერთადერთი ალტერნატივა როცა კავეაპლიუსია რავი ტრაგედიაა, ჩემი აზრით. იმედი მაქვს, იპოვიან გამოსავალს და დაბრუნება კვლავ საიტები ან როგორც მინიმუმ, ახალი საიტი გამოჩნდება. მინიმუმ ადამიანებისთვის განათლების მიღების წყარო იყო (იქნება) ეს საიტები", — წერს ჯგუფში ერთ-ერთი მომხმარებელი.
"უამრავჯერ ჩამიტარებია ტრენინგი სკოლის მოსწავლეებისთვის (აი, ინგლისური რომ არ იციან ძაან კარგად და თან 9 ლარიც რომ არ აქვთ) სხვადასხვა თემაზე და კარგად რომ გაეგოთ საკითხი (რასიზმი, ქალთა უფლებები, შრომითი უფლებები, ომი და ა.შ.), ბოლოს ბონუსად რამდენიმე თემატურ ფილმი შემითავაზებია. შემდეგ ტრენინგზე აღფრთოვანებული განიხილავდნენ ხოლმე თემას და ვხვდებოდი, რომ ეს ფილმები გაგებაში ეხმარებოდათ. ესეც წაგვართვეს და ალტერნატივა არ დაგვიტოვეს... ", — წერს ჯგუფის წევრი.
"ახლა ცივი გონებით რომ ვიმსჯელოთ, რა მოხდა: კინო კულტურის ნაწილია, რომელიც ადამიანის არსის ესთეტიკურ ნაწილს ავითარებს. აჭარანეთი და აიმუვისი იყო ამ რესურსის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც, ფაქტობრივად მოსპეს. კინო მხოლოდ გართობა არ არის და თუ ეს ასე დარჩება (და იმედია, მალე დავუბრუნდებით ჩვეულ რიტმს), საქართველოს მოსახლეობას ეზღუდება წვდომა არამარტო გასართობ, არამედ, შეიძლება ითქვას, ძაან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმაზე. ყველას არ ესმის უცხო ენა, რომ ფილმებს ინგლისურად, რუსულად ან სხვა ენაზე ჩაუჯდეს და მშვიდი გონებით გამოიტანოს აზრი ფილმიდან. რომც ესმოდეს, ქართულად ნანახს მაინც სხვა პეწი აქვს. ორიგინალს, ბუნებრივია, ვერ სჯობს, მაგრამ ყველა დაბადებიდან არ არის პოლიგლოტი. რა არის ეს თუ არა მავნებლობა, რომელსაც ვიღაც ხამი კერძო პირები "აპრავებენ" კანონის უზენაესობით", — წერს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი.
დღემდე iMovies და adjaranet ქართულ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საიტებია, სადაც ნებისმიერ მსურველს საინტერესო ფილმები და სერიალები როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზეც სრულიად უფასოდ შეეძლო ენახა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები