საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია — ახალი შესაძლებლობა არქიტექტურის სტუდენტებისთვის
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს.
ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო საფეხურზე განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღო.
საქართველოში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ამჯერად ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
13 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს ბანკი მოტივირებულ და ლიდერობის უნარების მქონე სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება სასურველი მიმართულებით სასწავლებლად.
საქართველოს ბანკის სტიპენდია ერთ-ერთია იმ მრავალი შესაძლებლობიდან, რომელსაც საქართველოს ბანკი სტუდენტებს ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, სტიპენდია მოიპოვონ. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს ლიდერობის უნარები და დაინტერესებული იყოს საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, რის შესახებაც ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსდება.
დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ შეგიძლია გაიგო აქ.
ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.
საქართველოს ბანკის ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად შეარჩევენ, რაც თითოეულის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. სტიპენდიის მოპოვების მსურველები დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით ან ადმინისტრაციის დახმარებით მიიღებენ. ასევე სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.
სტიპენდია, რომელიც მომავალი წარმატებული არქიტექტორების აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის, სწორედ იმ არქიტექტორის სახელობისაა, რომლის ხედვებიც დროს უსწრებდა. გიორგი ჩახავას ეკუთვნის არაერთი ეპოქალური პროექტის იდეა, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცდება. საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ლიბანს და სხვა ქვეყნებს დღემდე ამშვენებს გიორგი ჩახავას მიერ შექმნილი არქიტექტურა. ჩახავას უნიკალური ხელწერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობაა. რეკონსტრუქციის შემდეგაც საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობას უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები