რა არის S&P 500-ის ინდექსი და რომელი ტოპ-10 ჰოლდგინგი შედის მასში
ფოტო: fauxels / Pexels / On.ge
დამწყები ინვესტორები, რომლებიც პირველ საინვესტიციო ნაბიჯებს დგამენ, საფონდო ბირჟზებზე ნაკლებად სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას ამჯობინებენ. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ETF-ში ინვესტირებაა, რომელიც ინვესტორებს ფასიანი ქაღალდის კრებულს სთავაზობს.
ერთ-ერთი ასეთი ფონდი SPDR S&P 500 Trust (SPY)-ია, რომელიც S&P 500-ის ინდექსს მიჰყვება და ინვესტორებისთვის სხვადასხვა კომპანიის აქციებში ფულის ჩადების საშუალებას წარმოადგენს.
S&P 500 ინდექსი ფინანსური მომსახურების კომპანია Standard & Poor’s-მა 1957 წელს შექმნა. 503 კომპანია, რომელსაც ეს ინდექსი აერთიანებს, სხვადასხვა სექტორსა და ინდუსტრიაში საქმიანობს. შესაბამისად, ეს მაჩვენებელი ცხადად აჩვენებს, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში და როგორ მიდის საფონდო ბირჟის უმსხვილესი მოთამაშეების საქმე.
S&P 500-ის ინდექსში მასში შემავალი ყველა კომპანიის არსებული მდგომარეობაა ასახული. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსი შეწონილია მასში თითოეული კომპანია საკუთარი წონით, ანუ საბაზრო კაპიტალიზაციით არის წარმოდგენილი. ის კომპანიები, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია მაღალია, ინდექსის ზრდასა და კლებაზე უფრო დიდ გავლენას ახდენენ, ვიდრე შედარებით მცირე მოთამაშეები.
ბუნებრივია, კომპანიები საკუთარი ზომის მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდებიან — შესაბამისად, თითოეულ მათგანს ინდექსის ფორმირებაზე განსხვავებული გავლენის მოხდება შეუძლია. მაგალითად, ისეთი გიგანტები, როგორებიც Apple და Amazon-ია ინდექსის ზრდისა და კლების პროცესში უფრო მეტად მონაწილეობენ, ვიდრე შედარებით მცირე კომპანიები, როგორებიცაა, მაგალითად, Macy’s, Harley-Davidson და სხვები.
ასეთია იმ 10 ჰოლდინგის ჩამონათვალი, რომელიც S&P 500-ის ინდექსში შედის:
- Apple Inc. (AAPL)
- Microsoft Corp. (MSFT)
- Amazon.com Inc. (AMZN)
- NVIDIA Corp. (NVDA)
- Alphabet Inc. Class A (GOOGL)
- Alphabet Inc. Class C (GOOG)
- Tesla Inc. (TSLA)
- Meta Platforms Inc. (META)
- Berkshire Hathaway Inc. (BRK.B)
- Exxon Mobil Corp. (XOM)
ბოლო მონაცემების მიხედვით, ინდექსში შემავალი კომპანიების ძირითადი ნაწილი საინფორმაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში ოპერირებს. ყველაზე მცირე წილი კი უძრავი ქონებისა და კომუნალური მომსახურების სექტორებზე მოდის.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ინვესტორი ცალკეული აქციების შეძენის ალტერნატივად სწორედ ფონდებში ფულის დაბანდებას განიხილავს. ამ შემთხვევაში საუბარია აქციების კრებულში ინვესტირებაზე, რომელიც, როგორც წესი, დივერსიფიცირებულიც არის და სხვა რისკებისგანაც მნიშვნელოვნად დაზღვეულია.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
თუ ამ სტატიაში განხილული თემებით ხარ დაინტერესებული, შემოგვიერთდი ჯგუფში ინვესტიციები და გაიგე მეტი აქციებით ვაჭრობის შესახებ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები