Global Finance-ი: საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციაა მსოფლიოში
ფოტო: საქართველოს ბანკი
Global Finance-ი უკვე რამდენიმე ათეული წელია მსოფლიოსა და რეგიონში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ მიერ შექმნილ თანამედროვე, ციფრულ პროდუქტებს აფასებს.
წელს, გამოცემის მორიგ 24-ე ყოველწლიური მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორაციული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ეს არის ბიზნესებისთვის შექმნილი აპლიკაცია, რომელსაც 71 500-ზე მეტი მომხმარებელი იყენებს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი რეკორდულ მაქსიმუმზეა და 90.5%-ს უტოლდება.
ბიზნეს მობილბანკი შესაძლებლობას აძლევს ბიზნესებს, სწრაფად და მარტივად მიიღონ მათ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებები, აკონტროლონ ტრანზაქციები, დააფიქსირონ განაცხადები და ციფრულად გაააქტიურონ სხვადასხვა საბანკო პროდუქტები. ეს კი ეხმარება მათ, მიიღონ საკუთარ ბიზნესებზე მორგებული საბანკო გამოცდილება.
"ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების განვითარების პარალელურად, მუდმივად იზრდება საუკეთესო ციფრული შეთავაზებების შეფასების სტანდარტები. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო კი იმ ფინანსური ინსტიტუტების აღიარებას ემსახურება, რომლებიც გაციფრულების სათავეში არიან", — აღნიშნავს ჯოზეფ გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
გამარჯვებულების გამოსავლენად Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრები ბანკებს და მათ მიერ შექმნილ ციფრულ პროდუქტებს მომხმარებლებისთვის საუკეთესო ციფრული პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად შემუშავებული სტრატეგიების, ციფრული შეთავაზებების, ციფრული პროდუქტების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისა და განხორციელებული ინიციატივების მიხედვით აფასებდნენ.
"საქართველოს ბანკი ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური ბანკია, რომელიც აქტიურად მუშაობს, რათა მომხმარებელს მათ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები და სერვისები შესთავაზოს. სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი, რომელიც ბიზნესებს ეფექტურ ციფრულ საბანკო გადაწყვეტებს სთავაზობს — ეხმარება მათ ყოველდღიური ბიზნეს პროცესების გამარტივებასა და ტრანზაქციების მართვაში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიზნესების ზრდასა და განვითარებას.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკისადმი ინტერესი მუდმივად იზრდება, 2023 წლის მონაცემებით მას 71 500-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და ამასთან, მომხმარებელთა კმაყოფილების დონე 90.5%-ია. Global Finance-ის მიერ მოპოვებული აღიარება თვალნათლივ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. ბიზნეს მობილბანკის შესახებ მომხმარებლის მხრიდან მიღებული პოზიტიური უკუკავშირი, მათი მუდმივად მზარდი რაოდენობა და საერთაშორისო აღიარება ის მთავარი მამოტივირებელი ფაქტორებია, რომლებიც გვიბიძგებს, არ გავჩერდეთ და შევქმნათ კიდევ უფრო მეტად თანამედროვე და ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც გაამარტივებს მათ ყოველდღიურობას“, - აცხადებენ საქართველოს ბანკის გუნდში.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო ორ რაუნდად იმართება, პირველი რაუნდის ფარგლებში გამარჯვებულები 24 კატეგორიაში გამოვლინდნენ, სადაც საქართველოს ბანკი გამარჯვებულად 20 ნომინაციაში დასახელდა. მეორე რაუნდში კი გლობალური და რეგიონული ჯილდოს მფლობელები გამოვლინდნენ.
Global Finance-ი 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. ყოველწლიურად Global Finance-ი მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელი, გადმოწერეთ აპლიკაცია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები