ქართული Sova.News და პოლონური OKO.press თანამშრომლობას იწყებენ
ფოტო: Sova.News
ქართული რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა Sova.News ფაქტების გადამოწმებაზე დამყარებულ, დამოუკიდებელ პოლონურ მედია გამოცემასთან, OKO.press-თან იწყებს თანამშრომლობას.
პრეზენტაცია დღეს, GeoLab-ში, Sova.News-ის დამფუძნებელმა, მართა არდაშელიამ და OKO.press-ის მთავარმა რედაქტორმა, სტანისლავ სკარჟინსკიმ, გამართეს.
Sova.News ორი წლის წინ თბილისში დაფუძნდა. მისი მიზანია, აუდიტორიას საქართველოს შესახებ რუსულ ენაზე დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს.
"ჩვენ ვართ რუსულენოვანი დამოუკიდებელი ქართული მედია საშუალება, რომლის მიზანია საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რუსულ ენაზე იყოს ხელმისაწვდომი აუდიტორიისთვის. ეს ინფორმაცია თავისუფალია სხვადასხვა პოლიტიკური გავლენებისგან. როგორც ვიცით, თითქმის ყველაფერი, რაც რუსულ ენაზე იწერება საქართველოს შესახებ, ძირითადად, რუსული რბილი ძალის გავლენის ქვეშ არის და კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება" - ამბობს მართა On.ge-სთან საუბრისას.
Sova.News მასალებს სხვადასხვა დიდი მედიაგამოცემები უკვე იყენებენ მთავარ წყაროდ. მათ შორის ოპოზიციური რუსული ტელეკომპანია დოჟდი.
სტანისლავ სკარჟინსკი და მართა არდაშელია
ფოტო: Sova.News
სოვა ნიუსისა და ოკო პრესის თანამშრომლობის ფარგლებში, რუსულ, პოლონურ და ინგლისურ ენაზე დაიწერება მასალები საქართველოში რუსული რბილი ძალის გავლენის შესახებ.
"დღეს უკვე ვიწყებთ თანამშრომლობას ოკო პრესთან. პროექტს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პროგრამა Digital Communication Network-ის ფარგლებში, აფინანსებს. ჩვენ შევისწავლით მათი ფაქტ-ჩექინგის. ჩვენს საიტზე დაიდება ეს რუსულად, ხოლო ოკო პრესზე ინგლისურად და პოლონურად" - გვითხრა მართა არდაშელიამ.
OKO.press ერთი წლისაა და პოლონეთში ინფორმაციის გადამოწმების ყველაზე მასშტაბურ საიტს წარმოადგენს.
"ჩვენ გადავწყვიტეთ გავუზიაროთ Sova.News-ს, როგორ ვამოწმებთ ინფორმაციას OKO.press-ში და როგორ ამოვიცნობთ ყალბ ცნობებს, რომლებსაც პოლიტიკოსები ან ცნობილი ფიგურები ავრცელებენ, როგორ ვებრძვით სხვადასხვა გზით გავრცელებულ პროპაგანდას. ჩვენ ასევე გვაქვს ტექნოლოგიური, ინფორმატიკული კოდი, რომელსაც მივაწოდებთ სოვანიუსს" - ამბობს სტანისლავი On.ge-სთან საუბრისას.
სკარჟინსკის თქმით, გამოცემები თავიანთ პლატფორმებზე სხვადასხვა მასალებსაც გაცვლიან.
"ამ გზით, შესაძლოა, [პროპაგანდის] საერთო ნიშნები აღმოვაჩინოთ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები