გიორგი გახარია

23 Oct. 2023, 17:35

ხალხის მიერ მოპოვებულ კანდიდატის სტატუსს ვერ მიიწერთ. გვითხარით როდის იწყებთ გაფართოებაზე მოლაპარაკებას ევროკავშირთან. ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს მიიწეროს და საკუთარ დამსახურებად გაასაღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს ამ პროცესის წინსვლისთვის, თუ არა - პირიქით.

კანდიდატის სტატუსი საქართველოს მიღებული აქვს და ეს პირველ რიგში ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლის დამსახურებაა, ასევე თავად ევროკავშირის ძალისხმევის, რომელიც გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით არ გვტოვებს რუსეთთან პირისპირ. ისინი ითვალისწინებენ იმასაც, რომ საქართველო ლიდერი ქვეყანა იყო სტატუსის კანდიდატთა სამეულში (საქართველო უკრაინა-მოლდოვა), მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს ლიდერობა დაგვაკარგინა.

საქართველოს მთავრობისგან მოვითხოვთ, შეწყვიტოს ქართველი ხალხის დამსახურების საკუთარ დამსახურებად მონათვლა და გვითხრას, როდის დაეწევა საქართველო მოლდოვას და კონკრეტულად როდის დაიწყება გაფართოებაზე მოლაპარაკება საქართველოს და ევროკავშირს შორის.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…