როგორ იყენებს კრემლი ჟურნალისტების წინააღმდეგ სწორედ იმ კანონს, რომლის მიღებაც ოცნებას საქართველოში სურდა
რა ხდება: რუსულმა სასამართლომ, რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტს, ალსუ კურმაშევას, 5 დეკემბრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მხოლოდ იმის გამო, რომ უარი თქვა "უცხოელ აგენტად" რეგისტრაციაზე.
- ყაზანის სოვეცკის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა კურმაშევას ადვოკატის მოთხოვნა არასაპატიმრო სასჯელთან დაკავშირებით.
- დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
- რადიო თავისუფლების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჯეფრი გედმინი ამბობს, რომ მოსმენის შედეგად იმედგაცრუებულია.
- "მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ალსუ, რათა მან ოჯახთან დაბრუნება შეძლოს," - თქვა გედმინმა.
დეტალები: კურმაშევა ოჯახთან ერთად პრაღაში ცხოვრობს, მას აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს.
- მაისში, ოჯახთან დაკავშირებული საკითხების გამო, რუსეთში ჩასვლა მოუხდა. პოლიციამ ჟურნალისტი 2 ივნისს, აეროპორტში, დროებით დააკავა, როდესაც კურმაშევა სახლში დაბრუნებას გეგმავდა.
- მას ორივე პასპორტი ჩამოართვეს, რის გამოც რუსეთის დატოვება ვერ შეძლო.
- 11 ოქტომბერს, სამართალდამცველებმა ჟურნალისტი 10 000 რუბლით დააჯარიმეს, მიზეზით, რომ მას ამერიკის მოქალაქეობის შესახებ რუსეთის ხელისუფლება არ გაუფრთხილებია.
- 18 ოქტომბერს კურმაშევა ხელახლა დააკავეს — ამჯერად, უცხოელ აგენტად დარეგისტრირებაზე უარის გამო. დანაშაული, მაქსიმუმ, 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოითხოვა, კურმაშევასთან საკონსულოს წარმომადგენლების შეხვედრა დაეშვათ. უწყების წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი "ღრმად იყო შეშფოთებული" ჟურნალისტის დაკავების გამო.
- საპასუხოდ, კრემლში თქვეს, რომ მოსკოვი არ იყო ჩართული აშშ-ის მოქალაქეების დევნის კამპანიაში, თუმცა კურმაშევას დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
- ალსუ კურმაშევა მეორე ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც მოსკოვმა წელს დააკავა, რაც ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფებისა და პოლიტიკოსების შეშფოთებას იწვევს, ფიქრობენ, რომ ეს ომის პერიოდში დაწესებული კიდევ უფრო მკაცრი ცენზურის სიგნალია.
რატომ დასჭირდა რუსეთს "აგენტების შესახებ" კანონის მიღება: კრემლი კანონს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ 2012 წლიდან იყენებს, მთავრობის პოლიტიკის კრიტიკოსების დასასჯელად.
- იგივე კანონი გამოიყენეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია-ჯგუფების საქმიანობის დასახურად, უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
- "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონი საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, აგენტებად მიიჩნიოს არასამთავრობო ორგანიზაციები, თუ ისინი სხვა ქვეყნიდან ფინანსდებიან და ჩართული არიან პოლიტიკურ საქმიანობაში.
- "უცხოეთის აგენტებად" რუსეთში რადიო თავისუფლების 30-ზე მეტი ჟურნალისტი გამოცხადდა.
ანალოგიური კანონპროექტის საფრთხე ქართული მედიისთვის
სწორედ იმავე საფრთხის წინაშე აყენებდა ქართული მედიასაშუალებების ნაწილს და არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში, პარლამენტს რომ მისცემოდა საშუალება, დაემტკიცებინა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
- კანონპროექტი ხალხის ძალამ დაარეგისტრირა, ქართული ოცნების მხარდაჭერით — ისინი წარმოადგენენ უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში.
- კანონპროექტის მიხედვით, ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან მოიპოვებენ დაფინანსებას მინიმუმ, 20%-ის ოდენობით, "აგენტების რეესტრში" უნდა დარეგისტრირებულიყვნენ.
- კანონპროექტმა ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა ქართული ოცნება ამბობდა, რომ კანონი იყო არა რუსული, არამედ ამერიკული FARA-ს ანალოგი, რაც კატეგორიულად უარყო ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
- მას შემდეგ, რაც კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, რუსული კანონის წინააღმდეგ, რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციები დაიწო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაარბია, შემდეგ კი მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები