"უნდა დააზუსტოთ, ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ", — რას ამბობს კობახიძე შოვის სტიქიის შესახებ
ფოტო: მთავრობის პრესსამსახური
დეტალები: მედიამ, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შოვის სტიქიის შედეგები შეახსენა და ისიც, რომ გამოძიების მიმდინარეობის მიუხედავად, ჯერ არავის პასუხისმგებლობა დამდგარა.
- პასუხად, კობახიძე ამბობს, რომ ტერიტორიაზე, სადაც იყო მსხვერპლი, კოტეჯები 60-იან წლებში აშენდა: "შეიძლება ცოცხლებიც აღარ არიან ის ადამიანები, ვინც გადაწყვიტა იქ კოტეჯების ჩადგმა, ამიტომ უნდა დააზუსტოთ, ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ", — უთხრა ჟურნალისტებს.
- მან, ასევე, დაამატა, რომ სტიქია სპონტანური იყო და არ ექვემდებარებოდა პროგნოზირებას.
მნიშვნელოვანია, რომ: გარემოს ეროვნული სააგენტოს 2021 წლის დოკუმენტში შოვში ღვარცოფული პროცესის საშიშროებაზეა საუბარი.
- დოკუმენტის თანახმად, რაჭაში, სტიქიის ადგილას, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდინარე დღვიორას ხეობაში ღვარცოფის საშიშროების რისკი მაღალია.
- ღვარცოფული პროცესი საშიშროებას უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
- რეკომენდაციების ნაწილში ხაზგასმულია, რომ უნდა მოხდეს მდინარე დღვიორას პერიოდული გაწმენდა, დაღრმავება და ბორტების გამაგრება და ხეობაში გეოდინამიკური პროცესების მუდმივი მონიტორინგი.
გარდა ამისა, 2020 წელს მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობდა მოქალაქე. ის სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა, რომ მდინარე ბუმბულას ადიდების გამო მთავარი გზა დაზიანდა.
- მარიტა გუტაშვილი ამბობდა, რომ მიუხედავად ინფორმირებულობისა, ონის რაიონულმა გამგეობამ ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.
- "მხოლოდ ამოსვლით, ნახვით, ფოტოების გადაღებითა და მწუხარების გამოხატვით შემოიფარგლა".
არქივიდან: 2023 წლის 3 აგვისტოს, რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ, მეწყერი ჩამოწვა.
- ოფიციალური ცნობით, სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა.
- ათეულობით ადამიანი, რომლებმაც გადარჩენა მოახერხა, სტიქიის ზონიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოიყვანეს.
- შოვში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 116 მუხლებით მიმდინარეობს.
- აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები