დავასრულე თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან — ლაშა ბუღაძე
ფოტო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას მწერალი ლაშა ბუღაძეც წყვეტს. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა.
"დღეს დავასრულე ჩემი რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც ცხადია ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ ცოცხალი თეატრალური პროცესის გაგრძელების იმედი არ მაქვს და, შესაბამისად, არც დარჩენის სურვილი.
ჩემთვის დაუვიწყარი იყო ლევან წულაძესთან ერთად შექსპირის ტექსტის ადაპტაციაზე მუშაობა, რომელიც მარჯანიშვილის დასმა საიუბილეო ფესტივალზე ითამაშა ლონდონში, შექსპირისავე 'გლობუსში'.
ლევან წულაძის 'როგორც გენებოთ' — ბრწყინვალე სპექტაკლი იყო და ალბათ საუკეთესოც იმ მრავალ შექსპირში, რომელიც ლეგენდარულ 'გლობუსში' წარმოადგინეს... ასევე მახსენდება მოლიერის 'ტარტიუფზე' მუშაობა და პიესების კითხვის კვირეულები... მათ შორის, კითხვა-დისკუსიები, '9 პიესა ომზე' — გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელებული, სადაც ახალი ავტორების ხმები გაისმა...
მართალია, არც ლევან წულაძეს და არც ეკა მაზმიშვილს დაფდაფებისთვის არ შემოუკრავთ თავიანთი წასვლის დეკლარირებით, მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის: კულტურის იმ კლანურ-რეპრესიული და უიდეო, უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, მათი დარჩენა თეატრში შეუძლებელი აღმოჩნდა. და ბუნებრივია, ჩემიც.
მითუმეტეს, კულტურის სრულიად უკულტურო კომისრის მმართველობის პირობებში. მის მძვინვარე უკულტურობაზე მარჯანიშვილის თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ კი ალბათ თავადვე იტყვიან თუ მოუნდებათ.
ცხადია, ჩემი სოლიდარობა მათ. და მადლობა მარჯანიშვილის თეატრს. პიესებს კი სხვაგან წავიკითხავთ და სხვა სივრცეებისთვის დავწერთ..."
10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.
"მან მარჯანიშვილის თეატრს 18 წლის განმავლობაში უხელმძღვანელა და არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია როგორც ქვეყანაში, ასევე — საზღვარგარეთ. კულტურის სამინისტრო მადლობას უხდის ლევან წულაძეს მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისთვის და კვლავაც დიდ წარმატებებს უსურვებს", — ეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები