ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა 27,8 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს ორ წელიწადში — IDFI
ფოტო: On.ge-ს ფოტოკოლაჟი
მოკლედ: 27,8 მილიონი ლარის ჯამური ღირებულების საჩუქრები მიიღო თანამდებობის 394-მა თანამდებობის პირმა ან მათმა ოჯახის წევრმა, ბოლო სამ წელში შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების მიხედვით. შესაბამის კვლევას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (*IDFI) აქვეყნებს.
დეტალები: აქედან,
- 2020 წელს მიღებული საჩუქრების ღირებულებაა 10,1 მილიონი ლარი,
- 2021 წელს — 9,6 მილიონი ლარი,
- ხოლო 2022 წელს — 8,1 მილიონი ლარი.
- საგულისხმოა, რომ IDFI-ის მიხედვით, 2022 წელს, მიღებული საჩუქრების რაოდენობა არ ფარავს ყველა თანამდებობის პირს, რადგან 2022 წლის მონაცემები ასახულია 2023 წლის დეკლარაციებში, ხოლო 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, დეკლარაციები წარდგენილი არ აქვს თანამდებობის პირთა გარკვეულ ნაწილს.
მონაცემებში: აქ მოცემულია აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირებზე და მათ ოჯახის წევრებზე გაცემული ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები 2020-2022 წლებში, ჯამურად.
- ყველაზე მეტი, მილიონ სამასი ათასზე მეტი (1 359 416) მიიღო ხათუნა თოთლაძემ — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
- პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამ სიაში მე-18-ე ადგილზეა 300 000 ლარით.
- პაატა იმნაძე, NCDC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე: 700 000 ლარი.
ფოტო: IDFI
- ძირითადი მიგნებები:
- 2020-2022 წლებში 18,6 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს
უშუალოდ დეკლარანტ თანამდებობის პირს, ხოლო 9,2 მილიონი ლარის საჩუქარი —
მათი ოჯახის რომელიმე წევრს. - თანამდებობის პირებმა საჩუქრების 90% (25.1 მლნ.) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან.
- 8% (2.1 მლნ) ისეთი ნათესავებისგან, რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო დანარჩენი 2% (0.6 მლნ) მეგობრებისგან, სამსახურიდან და სხვა წყაროდან.
- თანამდებობის პირებს 16,6 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ
ფულადი ფორმით. - 9,1 მილიონი ლარის საჩუქარი - უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 2,1 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით.
რატომ არის ეს პრობლემა: საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია
- საჩუქრის სანაცვლოდ საჯარო მოსამსახურისგან სარგებლის მიღებასთან და საჯარო სამსახურის რეპუტაციის შელახვასთან.
- ასევე, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კორუფციულ სქემასთან, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო შემოსავლების დამალვას და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებას.
- საჯარო მოსამსახურეების მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რისკები წარმოადგენს საკანონმდებლო რეგულირების საგანს.
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის მიხედვით
საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების
მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებაზე
ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვებს საჯარო მოსამსახურის მიერ მიღებული
საჩუქრის ღირებულებაზე — წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური
ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის
15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები