ისლანდიაში გენდერული თანასწორობისთვის გაფიცვას პრემიერმინისტრიც შეუერთდა
ფოტო: Ragnhildur Sigurdardottir / Bloomberg
24 ოქტომბერს ისლანდიაში ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედზე მეტი, 100 ათასამდე ადამიანი, გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ გაიფიცა. გაფიცვას სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავე ქალები და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე პირები შეუერთდნენ. მათ შორის იყვნენ მინისტრები, პარლამენტარები და პრემიერმინისტრიც კი.
24-საათიანი გაფიცვა, სლოგანით "ამას თანასწორობას ეძახით?", გენდერული სახელფასო სხვაობის პრობლემაზე, ასევე გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხზე ხაზგასმას ისახავდა მიზნად. მსგავსი გაფიცვა ისლანდიაში ზუსტად 48 წლის წინაც მოეწყო, როცა დედაქალაქ რეიკიავიკის ქუჩებში 25 ათასი ადამიანი გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ გამოვიდა.
დღეს ისლანდია გენდერული თანასწორობის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა, მაგრამ გაფიცვის ორგანიზატორი ფრეია სტეინგრიმსდოტირი აღნიშნავს, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
"ისლანდიას ხშირად თანასწორობის სამოთხედ თვლიან", — ამბობს სტეინგრიმსდოტირი, — "თუ გვსურს, ეს სახელი გავამართლოთ, წინ უნდა წავიწიოთ და ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია გავხდეთ; არ უნდა გავჩერდეთ, სანამ სრულ გენდერულ თანასწორობას არ მივაღწევთ".
2022 წლის მონაცემებით, ისლანდიაში ქალები კაცებზე, საშუალოდ, 21 პროცენტით ნაკლებს გამოიმუშავებენ სამსახურში. ამასთან, ქვეყანაში ქალების 40 პროცენტი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც ყოფილა გენდერული ნიშნით ჩაგვრის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.
24 ოქტომბრის გაფიცვის შედეგად, ისლანდიაში სკოლები და საბავშვო ბაღებიც კი დაიკეტა; ქვეყანაში ამ დღეს ერთადერთი ბანკი მუშაობდა.
გაფიცვის გამო სამსახური გააცდინა ქვეყნის პრემიერმინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმაც. სანამ მასობრივ მსვლელობას შეუერთდებოდა, პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ისლანდია გენდერული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად ყველაფერს აკეთებს.
"ჩემი ოცნებაა, რომ სრულ გენდერულ თანასწორობას 2030 წლამდე მივაღწიოთ, მაგრამ ვიცი, რომ ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება", — ამბობს იაკობსდოტირი, — "ამ მიმართულებით კანონმდებლობაში ცვლილებები შეგვაქვს და იმედია, წინსვლას დავინახავთ".
ისლანდია ზედიზედ მე-14 წელია, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გენდერული სხვაობის ანგარიშში პირველ ადგილს იკავებს თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით. ამ და ზემოხსენებული მონაცემის გაანალიზება კი მიუთითებს, რამდენად ცუდი მდგომარეობაა მსოფლიოს სხვა რეგიონებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით.
გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭებისა და არათანაბარი ანაზღაურების პრობლემას ქალები მათი სოციალური სტატუსის და საცხოვრებელი ქვეყნის მიუხედავად აწყდებიან. მაგალითად, ჰოლივუდში ამ მხრივ არსებულ პრობლემაზე არაერთ ცნობილ მსახიობ ქალს უსაუბრია.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში 2,4 მილიარდ ქალს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობებით სარგებლობა არ შეუძლია, 178 ქვეყანაში კი ქალების ნაწილს სრულფასოვანი ეკონომიკური საქმიანობა კანონით ეზღუდება. ამასთან, UNDP-ის მონაცემებით, ქალები გამოიმუშავებენ, საშუალოდ, 0,77 ცენტს — კაცების მიერ იმავე სამუშაოზე გამომუშავებული 1 დოლარის საპირწონედ.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები