ტიტანზე წარმოქმნილი ტალღების სიმაღლე სულ რაღაც 1 სანტიმეტრია
ფოტო: NASA/GREGOR KERVINA
სატურნის მთვარე ტიტანი დედამიწის შემდეგ ერთადერთი ცნობილი ადგილია, რომლის ზედაპირზეც თხევადი ნივთიერება მიედინება. ახალ კვლევაში საოცარი განსხვავებებია ნაჩვენები ჩვენს პლანეტასა და ტიტანს შორის, სადაც პაწაწინა ტალღები წარმოიქმნება.
ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული ნაშრომის მიხედვით, რომელიც შეგიძლიათ Earth and Planetary Science Letters-ში ნახოთ, ტიტანზე ტალღების სიმაღლემ შეიძლება სულ რაღაც 1 სანტიმეტრს მიაღწიოს. ისინი ცოტა უფრო მეტი სიმაღლისაც ხდებიან - არც მეტი, არც ნაკლები - 20 სანტიმეტრი!
მეცნიერებმა აღმოჩენა კასინის რადარული მონაცემების გამოყენებით გააკეთეს. კვლევის მთავარმა ავტორმა კირილ გრიმამ, განავითარა ახალი ტექნიკა, რომელსაც შეუძლია „ზედაპირის უსწორ-მასწორობა“ ძალიან, ძალიან დეტალურად გაზომოს. იმდენად დეტალურად, რომ 1,5-2,5 სანტიმეტრის ტალღების გაზომვა შეიძლება! გრიმამ IFLScience-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქარის სიჩქარე 0,22 მ/წმ იყო ზედაპირიდან 10 მეტრზე.
ამ კვლევაში ტიტანის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამი ტბა იყო განხილული: კრაკენის ზღვა (ტიტანის უდიდესი ტბა), ლიგეიას ზღვა და პუნგას ზღვა. როდესაც კასინიმ უკანასკნელად შემოუფრინა ტიტანს აპრილში, ეს რეგიონი შეისწავლა და აქედან მიღებული მონაცემებით, მალე დავადგენთ, რა სიღრმისაა ეს ტბები.
ამის მნიშვნელობა კი ის არის, რომ ტიტანზე ქარის სიჩქარეები ასეთი მაღალი სავარაუდოდ არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ გვინდა, რომ ერთ-ერთ ზღვაში ზონდი დავსვათ - რომლის განხილვაც უკვე მიდის - მაშინ ქარი არ უნდა წარმოადგენდეს დიდ პრობლემას. რადგანაც ტიტანის ქარები ამჟამად ნელია და მთვარეზე „ზაფხულის“ სეზონია, ეჭვს აჩენს იმ იდეაზე, რომ ტიტანზე ზაფხული ყველაზე ქარიანი პერიოდია.
„დიდი ინტერესია, რომ ერთ დღეს ზონდები გავაგზავნოთ ამ ტბებზე და როცა ამას გავაკეთებთ, საჭირო იქნება უსაფრთხო დაშვება, ამიტომ არ გვჭირდება ბევრი ქარი. ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რადგანაც ტალღები ძალიან მაღალი არ არის, ამიტომ ქარები დაბალი სიჩქარისაა“. - ამბობს გრიმა განცხადებაში.
ტიტანზე არსებული სითხეები არ წააგავს დედამიწის სითხეებს. მაგალითად, ჩვენი ტბები წყლისაგან შედგება, ხოლო ტიტანის ტბები გაჯერებულია თხევადი ნახშირწყალბადებით, ძირითადად საწვავის ინგრედიენტებით. დედამიწის მსგავსად, ეს სითხეებიც აორთქლებისა და წვიმის ციკლს გადიან, თუმცა, ტიტანის თითოეულ ლოკაციაზე წვიმა ყოველ 1000 წელიწადში ერთხელ მოდის.
2005 წელს, პირველი ზონდი გავაგზავნეთ ტიტანზე, რომელიც მის ზედაპირზე დაჯდა: ESA-ს ჰუიგენსის ზონდი. მან ტიტანის ხმელეთის საოცარი ფოტოები გადმოაგზავნა, თუმცა, ამის შემდეგ ჩვენი მადა უფრო გაიზარდა. ნასა განიხილავს ნავის მსგავსი ზონდების გაშვებას, რომლის სამომავლოდ განხორციელება საკმაოდ რეალურია.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ტიტანის ტალღების სიდაბლეზე აქამდეც დაობდნენ, თუმცა ამ კვლევამ ყველანაირი კამათი დაასრულა და პატარა ტალღების თეორიას მრავალი მტკიცებულება მოუპოვა.
გრიმა აღნიშნავს, რომ კვლავ მრავალი უცნობი მოვლენებია იქ. მაგრამ ეს კვლევა ოდნავ მეტს გვეუბნება ტიტანის გარემოზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა


კომენტარები