სამუშია: ჩაბუქის საქმის გამო ძალიან მალე გავხდებით მიუღებელი და უფრო არასანდო პარტნიორები
ფოტო: კადრი ვიდეოდან / მაესტრო
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ხელისუფლება მოუწოდებს, თურქეთს არ გადასცეს დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელსაც ლტოლვილთა სამინისტრომ 7 ივლისს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
"საქართველოს ხელისუფლების, კერძოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დღევანდელი გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება და ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, როგორ გადაიქცა საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად“, - განაცხადა თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა, ლევან სამუშიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ლევან სამუშია მოუწოდებს ხელისუფლებას, ჩაბუქი არ გადასცეს თურქეთის ხელისუფლებას, რადგან ამით დაზარალდება ქვეყნის რეპუტაცია: "ძალიან მალე ჩვენ გავხდებით მიუღებელი და უფრო არასანდო პარტნიორები. მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმესთან ერთად გვაქვს მუხთარლის საქმე, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს საქართველოს ხელისუფლებას“.
თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით და ამის მტკიცებულებები პროკურატურას აქვს:
"გაუგონარია, რომ სწორედ ამ ადამიანებს ხელისუფლება არ აძლევს ლტოლვილის სტატუსს, და გვეუბნება, რომ თურქეთის ციხეებში თურმე იდეალურად არის საქმე, თურმე ეტაპობრივად ვითარდება თურქული მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები თურქეთში. თურქეთი საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად არის ქცეული და ჩვენც მათ რიგებში ვეწერებით. მოვუწოდებ ხელისუფლებას შეცვალოს ეს უღირსი გადაწყვეტილება და საბოლოოდ არ მოახდინოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება".
სამუშიას მოსაზრებით, დღეს საქართველოს ხელისუფლებამ, ირიბად აღიარა ის, რასაც არ აღიარებს დასავლური სამყარო, რომ ფეტო და ფეთულა გიულენი არიან ტერორისტული ორგანიზაციები, რასაც არ აღიარებს გერმანია, საფრანგეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
"გარკვეულწილად ირიბად, სოზარ სუბარის უწყებამ და ქართულმა ხელისუფლებამ ეს უკვე აღიარა. საქართველოს ხელისუფლება დღევანდელი გადაწყვეტილებით იქცა საერთაშორისო დონის უფლებადამრღვევად“, - ნათქვამია სამუშიას განცხადებაში, რომელიც პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თურქეთის ხელისუფლება ჩაბუქს, რომელიც უკვე ათ წელიწადზე მეტია საქართველოში ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. აღნიშნული ორგანიზაცია თურქეთის ხელისუფლების მიერ მიჩნეულია 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მთავარ შემოქმედად. ჩაბუქი ბრალდებებს უარყოფს. ჩაბუქსა და მის ოჯახს საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები