GELi მოსწავლეებისთვის ფინანსურ განათლებაზე შეხვედრებს გამართავს
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას. ამ კონტექსტში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ფინანსური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში და GELi-სთან თანამშრომლობით, საქართველოს 11 რეგიონში სკოლის მოსწავლეებისთვის ფინანსური განათლების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.
სკოლებში ლექციებს საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) წარმართავს, მოწვეული სპიკერები მოსწავლეებს გაესაუბრებიან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და მათთან ერთად განიხილავენ სხვადასხვა ფინანსურ საკითხებს, როგორებიც არის: ბიუჯეტირება, დანაზოგი, ფინანსების სწორი მართვა და სხვა.
ინიციატივის მთავარი მიზანი მოსწავლეებში ეკონომიკის საბაზისო პრინციპების მათთვის გასაგებ, მარტივ ენაზე ახსნაა, რაც დაეხმარება მათ, უკეთ გაიგონ, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და რა მნიშვნელობა აქვს თითოეული მოქალაქისთვის ფინანსების საბაზისო ცოდნას.
საინფორმაციო შეხვედრებზე დასწრება ნებისმიერ მე-7 - მე-12 კლასის მოსწავლეს შეუძლია.
"თანამედროვე სამყაროში ადამიანს ხშირად უწევს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებისთვისაც ფინანსურ წიგნიერებას გადამწყვეტი როლი ენიჭება. შესაბამისად, ასეთი ცოდნა მნიშვნელოვანია მოქალაქის გრძელვადიანი მდგრადი წარმატებისათვის. ჩვენი ორგანიზაციის, GELi-ს მისია სკოლის მოსწავლეებში ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების გავრცელებაა. ამ პროცესში კი საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რადგან ფინანსური ინსტიტუტი გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი საქმიანობისა და მიზნების როგორც მასშტაბი, ასევე წარმატების ხარისხი. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ინიციატივა განვახორციელეთ. მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში კი, საქართველოს ბანკისა და USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერით, ჩვენთვის შესაძლებელი ხდება შევხვდეთ 2,500-ზე მეტ სკოლის მოსწავლეს, ვესაუბროთ ფინანსური წიგნიერების მნიშვნელობაზე და ჩავრთოთ ისინი ჩვენს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში," — ლევან ფავლენიშვილი, GELi-ის დირექტორი.
"საქართველოს ბანკისთვის, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნაა. რაც ხელს შეუწყობს უკეთესი, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ეკონომიკური და ფინანსური განათლება თამაშობს. ამიტომ, ვცდილობთ, ამ მიმართულებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარების პროცესში და გავხადოთ განათლება მეტად ხელმისაწვდომი. ამიტომ, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ახალგაზრდების განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებას", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.
ფინანსური განათლების პროექტი მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. ფინანსური განათლების პროექტის მხარდამჭერები არიან GELi და საქართველოს ბანკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები