პაატა გულიაშვილი ადასტურებს, რომ თეატრი ალტ-ინფოს დაუთმო – პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობას
ფოტო: თელავის თეატრი
დეტალები: თელავის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პაატა გულიაშვილმა On.ge-ს დაუდასტურა, რომ ღიად პრორუსულ და ძალადობრივ ალტ-ინფოს შეხვედრის გამართვისთვის თეატრის შენობა დაუთმეს.
- მისი თქმით, თეატრის სივრცე იჯარით გაიცა.
- "როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, გადაიხადეს თანხა და ჩაატარეს ღონისძიება", — გვითხრა პაატა გულიაშვილმა.
- On.ge შეეცადა გაეგო გულიაშვილის მოსაზრება, რას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული თეატრი ადგილს უთმობს აგრესიულ, ჰომოფობიურ და პრორუსული ჯგუფს. თუმცა, მან ჩვენთან სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.
რა ხდება: დემოკრატიის კვლევითი ინსტიტუტის (DRI) ცნობით, თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობა ალტ-ინფოს თეატრის შენობა შეხვედრისთვის დაუთმო 2023 წლის პირველ ოქტომბერს. ეს თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება.
- ორგანიზაცია წერს, ღიად პრორუსული ძალადობრივი დაჯგუფება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის ემზადება.
- შეხვედრისთვის კი სივრცეს სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც უთმობენ.
- "ხელისუფლების დამოკიდებულება ძალადობრივი პრორუსული დაჯგუფების მიმართ ხაზგასმით ლოიალურია, ძალადობრივ ორგანიზაციას შეხვედრებისთვის ფართს უთმობს თელავის სახელმწიფო თეატრი", — განაცხადა ორგანიზაციამ, რომელიც ძალადობრივი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ მონიტორინგს აწარმოებს.
კონტექსტი: 18 სექტემბრის სუს-ის განცხადების შემდეგ, ულტრამემარჯვენე რადიკალური მოძრაობის, ალტ-ინფოს ლიდერებმა ანტიმაიდანი დააანონსეს.
25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პრორუსული დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია თანამოაზრეთა მობილიზაცია და საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული, შეკრული დაჯგუფებების შექმნა.
რატომ არის მნიშვნელოვანი? თელავში შეხვედრა 2023 წლის პირველ ოქტომბერს, თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა. ეს თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია და სახელმწიფოსგან ფინანსდება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
- შეწყვიტოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისება;
- უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფებისთვის შეხვედრების და სამუშაო სივრცის დათმობაზე;
- ადეკვატურად შეაფასოს პრორუსული ძალადობრივი ჯგუფების გამსხვილებისგან და გაზრდილი ლეგიტიმაციიდან მომდინარე საფრთხეები;
- სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს 2021 წლის 5 ივლისის და 2023 წლის 8 ივლისის ორგანიზატორები.
მოვლენების ქრონიკა: DRI-ის მონიტორინგის მიხედვით,
- ძალადობრივმა ჯგუფმა რეგიონული შეხვედრები პირველ ოქტომბერს დაიწყეს.
- შეხვედრები გამართეს ოთხ ქალაქში: თელავი, გორი, რუსთავი და მცხეთა.
რა უნდა გვახსოვდეს ალტინფოს შესახებ:
- ალტ-ინფო პრორუსული, ანტიდასავლური, ძალადობრივი დაჯგუფებაა.
- გამუდმებით ავრცელებენ ანტიდასავლურ გზავნილებს, ასევე, პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
- სწორედ ამ ჯგუფებმა დააორგანიზეს ძალადობა, დაარბიეს აქტივისტების ოფისები, იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე — 5 ივლისს ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
- TI-ს ანგარიშით, 2022 წლის ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი თანხა ქართული ოცნების შემდეგ, პრორუსულ ალტ-ინფოს შესწირეს.
- მათი ძალადობრივი იდეები ვრცელდება მათივე ტელევიზიითა და სხვა პროპაგანდისტული არხებით სოციალურ ქსელებში.
არქივი: პრორუსები მცხეთაში შეიკრიბნენ, რომ სუს-ის მიერ დაანონსებულ საფრთხეებზე იმსჯელონ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები