როგორ სურდა მეთიუ პერის, რომ ხალხს სიკვდილის შემდეგ დამახსოვრებოდა — 2022 წლის ინტერვიუ
მეთიუ პერი გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე პოდკასტში იყო მიწვეული, რომელშიც ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუში Friends-ის მსახიობს ისიც ჰკითხეს, თუ როგორ სურდა სიკვდილის შემდეგ ადამიანებს გეხსენებინათ, რაზეც ასე უპასუხა:
"მინდა, ისეთ ადამიანად დამიმახსოვრონ, რომელმაც კარგად იცხოვრა, ბევრ ადამიანს უყვარდა და თავგადასავლების მაძიებელი იყო. რაც მთავარია, მინდა ახსოვდეთ, რომ ადამიანების დახმარება მიყვარდა. ყველაზე კარგი, რისი გაკეთებაც შემიძლია ისაა, რომ თუ ალკოჰოლიკი ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ჩემთან მოვა და დახმარებას მთხოვს, მე შემიძლია დავთანხმდე და ეს მართლაც გავაკეთო. როცა მოვკვდები, არ მინდა, Friends იყოს პირველი, რაც გაახსენდებათ. მსურს, პირველი ის გაახსენდეთ, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი და ვაპირებ, დარჩენილი ცხოვრება ამის დასამტკიცებლად ვიცხოვრო", — განაცხადა მეთიუ პერიმ.
შეგახსენებთ, რომ მეთიუ პერი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
"სხვებზე ზრუნვა, ადამიანების დახმარება და ის, რომ არასდროს ვნებდები, ჩემს თავში ალბათ ყველაზე მეტად მომწონს და ვფიქრობ, რომ ასეთ მომენტებში კრეატიულობაა მთავარი. როცა თავს არაკომფორტულად გრძნობ ან შფოთვა გიმძაფრდება, ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ისაა, რომ კრეატიული უნდა იყო", — დასძინა მეთიუ პერიმ 2022 წლის ინტერვიუში.
მეთიუს გარდაცვალებას Friends-ის ხუთეული უკვე გამოეხმაურა. "ყველანი განადგურებულები ვართ მეთიუს დაკარგვის გამო. ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრად მეტნი ვართ, ვიდრე მხოლოდ Friends-ის მსახიობები. ჩვენ ოჯახი ვართ. ძალიან ბევრი რამის თქმა გვინდა, მაგრამ ახლა უბრალოდ დრო გვჭირდება გლოვისა და ამ წარმოუდგენელი დანაკარგის გასააზრებლად. როცა შეგვეძლება, მეტს ვიტყვით. ახლა ჩვენი ფიქრები მეთიუს ოჯახთანაა, სიყვარულს ვუგზავნით მათ, მეთიუს მეგობრებსა და ყველას მთელ მსოფლიოში, ვისაც ის უყვარდა", — წერენ მსახიობები.
მსახიობის გარდაცვალებას ოჯახთან და ნაცნობებთან ერთად, გულშემატკივრებიც ძალიან მწარედ განიცდიან. სოციალურ ქსელებში მეთიუ პერის შესახებ პოსტები არ წყდება, ცოტა ხნის წინ კი ფანებმა იმ ბინასთან, რომელშიც ჩენდლერი ცხოვრობდა, ყვავილები მიიტანეს.
ასევე იხილეთ:
- Friends-ის პრემიერამდე ნერვიულობდა — გვინეტ პელტროუმ მეთიუ პერის გაცნობა გაიხსენა
- ყველანი განადგურებულები ვართ, ჩვენ ოჯახი ვიყავით — Friends-ის ხუთეული მეთიუ პერიზე
- ჩენდლერ ბინგის ყველაზე სასაცილო მომენტები Friends-დან
- საყვარელი შვილისა და ძმის ტრაგიკული სიკვდილით გულგატეხილები ვართ — მეთიუ პერის ოჯახი
- მეთიუ პერის ცხოვრება ფოტოებში
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები