რატომ უნდა დაიწყო ინვესტირება?
ფოტო: თიბისი
ინვესტირება ქონების დაგროვების და ფინანსური მიზნების მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა, რომელიც დროის გამოცდას უძლებს და გრძელვადიან კეთილდღეობას უზრუნველყოფს.
დროსთან ერთად, სულ უფრო მეტად ცხადი ხდება, რომ ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მიზნების მისაღწევად, მხოლოდ ტრადიციული დაზოგვის მეთოდები, მათ შორის, საპენსიო და საბანკო დეპოზიტები, საკმარისი არ არის. ინვესტირება თანხის დაბანდების ალტერნატიული სტრატეგიაა, რომელიც საფონდო ბირჟის დახმარებით, დოვლათის შექმნის შედარებით უფრო ეფექტიან საშუალებას გაძლევს.
წლების განმავლობაში, საფონდო ბირჟაზე ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობა მხოლოდ იმ პირებს ჰქონდათ, რომელთაც ნიუ-იორკსა თუ ლონდონში ბროკერებთან ვიზიტის დაჯავშნა და დიდძალი თანხის დაბანდება შეეძლოთ. ახლა უკვე მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების აქციების, სახელმწიფო ობლიგაციების, საინვესტიციო ფონდებისა თუ ძვირფასი მეტალების შეძენა თიბისი კაპიტალის მიერ შექმნილი საინვესტიციო პლატფორმის დახმარებით, პირდაპირ თიბისის ციფრულ ბანკში, 1$-იდანაა შესაძლებელი.
სანამ ინვესტირებას დაიწყებდე, უნდა:
- განსაზღვრო მიზნები
- შეარჩიო დაზოგვის სტრატეგია
- აირჩიო საინვესტიციო პროდუქტები
ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებით.
რა მიზნები გაქვს?
ინვესტირება სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში შედარებით ამბიციური ფინანსური მიზნების მიღწევაში გვეხმარება. ცხადია, ყველა ადამიანი უნიკალური ვართ და ჩვენი მიზნებიც განსხვავებულია: ზოგიერთს სახლის ან ახალი ავტომობილის შეძენა გსურთ, ზოგიც უცხოეთში განათლების ან მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დასაფინანსებლად აგროვებთ ფულს. არსებობთ ისეთებიც, რომელთაც შედარებით უფრო აბსტრაქტული მიზნები გაქვთ, მაგალითად: ქონების დაგროვება, სტაბილური მომავლის უზრუნველყოფა ან სულაც გამდიდრება.
რომელი სტრატეგია უნდა შეარჩიო?
მიზნების იდენტიფიცირების შემდეგ, საინვესტიციო სტრატეგიის შერჩევაზე უნდა გადახვიდე. დროში გამოცდილ სტრატეგიათა შორის ერთ-ერთია გრძელვადიანი ინვესტირების მეთოდი, რომელიც პერიოდულად თანხის დაზოგვას, მის გადადებას და საფონდო ბირჟაზე დაბანდებას გულისხმობს.
ისტორიულად, ამერიკული საფონდო ბირჟის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 9-10%-ს შეადგენს. შესაძლოა, ერთი შეხედვით 10% სახარბიელო შედეგად არ მოგვეჩვენოს, თუმცა აქ გათვალისწინებულია დაგროვებითი ეფექტი, რომელიც გრძელვადიანი ინვესტირების მეთოდს თან ახლავს. ამ სტრატეგიის განხორციელების შემთხვევაში, დროსთან ერთად, დრამატულად იზრდება რთული პროცენტი, რადგან პორტფელის მოცულობას დივიდენდები პერიოდულად ემატება, ეს კი სამომავლო საპროცენტო სარგებლის ზრდას იწვევს.
რაც შეეხება უშუალოდ პირველი ინვესტიციის განხორციელების საკითხს, არსებობს მოსაზრება, რომ საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად იდეალურ დროს უნდა დაელოდო და სასურველი კომპანიების აქციები აუცილებლად მინიმალურ ფასად უნდა შეიძინო. საქმე ისაა, რომ იდეალური დრო უბრალოდ არ არსებობს. მომავლის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია და ზუსტად არავინ იცის, თუ როდის გაიზრდება ან შემცირდება კონკრეტული კომპანიების აქციები. აქვე უნდა გავითვალისწინო ისიც, რომ საფონდო ბირჟაზე არსებული ტენდენციები პირდაპირ კავშირშია გლობალურ გეოპოლიტიკურ და მაკროეკონომიკურ ვითარებასთან, ამიტომაც ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. იდეალური შესაძლებლობის მოლოდინში კი წლები შეიძლება გავიდეს და ის ნანატრი დღე არც არასოდეს დადგეს.
საფონდო ბირჟაზე გატარებული დრო პირდაპირპროპორციულად აისახება საბოლოო შედეგზე, რადგან რაც უფრო მეტი დრო გაქვს ინვესტირებისათვის, პროცენტის დაგროვებითი ეფექტიც მით უფრო უკეთეს შედეგს გაძლევს.
რა სახის საინვესტიციო პროდუქტებია ხელმისაწვდომი?
საფონდო ბირჟაზე სხვადასხვა დონის რისკისა და პოტენციური ამონაგების მქონე აქტივებია წარმოდგენილი. ძირითადად, ექსპერტები სამ კატეგორიას გამოყოფენ:
დაბალრისკიანი აქტივები — ამ კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი საინვესტიციო ინსტრუმენტები, რომელთა მკვეთრი გაუფასურების შანსები საკმაოდ დაბალია. უაღრესად დაბალრისკიან საინვესტიციო აქტივად მიიჩნევა აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები, ანუ ქვეყნის მთავრობის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები. ობლიგაციებში ინვესტირება თიბისის ციფრულ ბანკში iShares Treasury Bond ETF-ის არჩევით შეგიძლია. სახელმწიფო ობლიგაციების წლიური საშუალო ამონაგები 3-5%-ის ფარგლებშია.
საშუალორისკიანი აქტივები — ამ კატეგორიაში ვხვდებით ისეთ საინვესტიციო ფონდებს, როგორიც, მაგალითად, SPDR S&P 500-ია. ეს ფონდი 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მაღალიშემოსავლები და საბაზრო კაპიტალიზაცია გამოარჩევთ. ფონდი საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რადგან ის თითქმის ყველა ეკონომიკური სექტორის და ინდუსტრიის წარმომადგენელს მოიცავს. ამ შემთხვევაში, საკმაოდ დაბალ რისკს სწორედ დივერსიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი უზრუნველყოფს. ამ აქტივში ინვესტირებით ფსონს არა ერთი კონკრეტული კომპანიის წარმატებაზე, არამედ მთელ ეკონომიკაზე დებ. S&P 500-ის წლიური საშუალო ამონაგები დაახლოებით 8-10%-ია.
მაღალრისკიანი აქტივები — ამ კატეგორიას მიეკუთვნება კონკრეტული კომპანიების აქციები და ინდუსტრიებზე ფოკუსირებული ფონდები, ისეთი როგორიც iShares Tech-Software Sector ETF-ია. მართალია, კომპანიების აქციების შეძენაში ცუდი არაფერია და ინვესტორების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ერთი კონკრეტული კომპანიის წარუმატებლობის შანსი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მთელი ინდუსტრიის. მაღალრისკიან კატეგორიაში უხვადაა წარმოდგენილი ისეთი კომპანიები, რომელთაც განვითარების დიდი პოტენციალი, თუმცა წარუმატებლობის სერიოზული შანსიც აქვთ, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ეს კომპანიები სწორედ ახლა ცდილობენ ბაზარზე თავის დამკვიდრებას და შემოსავლების დასტაბილურებას. მაღალრისკიანი აქტივების წლიური ამონაგები ხშირად აჭარბებს 15%-ს, თუმცა წლიდან წლამდე ვარდნის შანსიც გაცილებით მაღალია.
როგორ უნდა მოიქცე?
უნივერსალური საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც ყველას სურვილებს და მოთხოვნებს მოერგება, არ არსებობს. თითოეული ადამიანის მიზანი უნიკალურია, ამიტომაც საინვესტიციო მიდგომაც ინდივიდუალურად, მიზნების განსაზღვრის შემდეგ, შენზე მორგებული სტრატეგია უნდა შეარჩიო და საინვესტიციო თანხის პერიოდულად გადადების გრაფიკი შეადგინო. ამ პროცესში ავტოპილოტის ფუნქცია განსაკუთრებით დაგეხმარება. შემდეგი ეტაპი საინვესტიციო პორტფელის შედგენაა, რომელიც განსხვავებული რისკიანობის აქტივებით შეიძლება იყოს დაკომპლექტებული. მას შემდეგ, რაც პორტფელის შექმნის პროცესს დაასრულებ, ისღა დაგრჩენია დასახულ სტრატეგიას მიჰყვე.
დაიწყე ინვესტირება თიბისის ციფრულ ბანკში და აღმოაჩინე საინვესტიციო პროდუქტების ფართო არჩევანი.
არ გადადო, დააბანდე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები