Bridgerton-ის მსახიობი Netflix-ს თავისი მენტალური ჯანმრთელობის უგულებელყოფისთვის საყვედურობს
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის, Brıdgerton-ის, მსახიობი რუბი ბარკერი, რომელიც შოუს პირველ და მეორე სეზონებში მარინას როლს ასრულებდა, ნეტფლიქსს გულგრილობაში ადანაშაულებს. ბარკერის თქმით, კომპანია მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობით არ დაინტერესებულა, როცა მსახიობს გადასაღებ მოედანზე ორჯერ, 2019 და 2022 წლებში, ფსიქოტური ეპიზოდები ჰქონდა.
"ნეტფლიქსიდან ერთი ადამიანიც კი არ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით, მას შემდეგ, რაც ფსიქოტური ეპიზოდები მქონდა. ერთ ადამიანსაც კი არ მოუწერია ან უკითხავს, როგორ ვიყავი ან დახმარება ხომ არ მჭირდებოდა. არავის", — ამბობს რუბი.
ბარკერის თქმით, მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გადაღებებმა გამოიწვია, რადგან სერიალში მისი პერსონაჟი ძალიან ჩაკეტილი და სამყაროსგან გარიყული იყო — შოუში მარინას პერსონაჟი ქორწინების გარეშე დაორსულდება, რის გამოც მას ყველა ზურგს შეაქცევს.
რუბის თქმით, პირველი ფსიქოტური ეპიზოდის შემდეგ საავადმყოფოში ფარულად მისვლა დასჭირდა, რადგან მის მდგომარეობას შოუს რეპუტაციაზე ცუდი გავლენა არ მოეხდინა. ბარკერი აღნიშნავს, რომ ძალიან ცდილობდა, ისე მოქცეულიყო, თითქოს, კარგად იყო და მუშაობა ჩვეულებრივ გაეგრძელებინა, თუმცა შოუს წარმატებასთან ერთად მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რაც მასზე უარყოფითად მოქმედებდა, ნეტფლიქსს კი მისი მდგომარეობა არ აღელვებდა.
ბარკერი გამომწერებს თავისი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ პირველად 2022 წლის მაისში ესაუბრა, როცა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და თქვა, რომ იმ წუთებშიც საავადმყოფოში იყო და როგორც იქნა, დიაგნოზი დაუსვეს.
მისი თქმით, Bridgerton-ის გადაღებებიდან მოყოლებული წლების განმავლობაში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებისთვის შოუს მადლიერია, მაინც გაბრაზებულია, რომ მათგან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღო.
ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში რუბიმ შოუს გადაღების პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინაც, როცა მისი მენტალური ჯანმრთელობა უარესდებოდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ თავზე იარაღი მიაბჯინეს და უთხრეს, რომ სერიალის რეკლამა უნდა გაეკეთებინა და თუ თავის მდგომარეობაზე ისაუბრებდა, ყველაფერს გააფუჭებდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები