საქართველოს ბანკის მხარდაჭერით B2B შეხვედრაზე Galt&Taggart-მა სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და EFSE Entrepreneurship Academy-სთან ერთად B2B აგროფორუმი გაიმართა, რომლის მიზანიც ქართველი მეწარმეებისთვის ექსპორტზე გასვლის ხელშეწყობა გახლდათ. ფორუმის ფარგლებში, Galt & Taggart-ის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევა მოიცავს წარმოების, იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ტენდენციებს, ასევე მიმოიხილავს, როგორია აგრო ბიზნესი საქართველოში, რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგას დღეს სოფლის მეურნეობის სექტორი.
კვლევის ძირითადი მიგნებები:
საქართველოს სოფლის მეურნეობაში საშუალო მოსავლიანობა შესადარის ქვეყნებზე დაბალია. დარგი ხასიათდება შინამეურნეობების მაღალი წილით და მცირე ზომის მეურნეობებით, რაც აისახება დაბალ მოსავლიანობაზე. ბიზნესის შემთხვევაში საშუალო მოსავლიანობა ხშირ შემთხვევაში ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე, რაც ცხადყოფს ბიზნესის ეფექტურობას.
მოსავლიანობის გაზრდისათვის ინვესტიციებთან ერთად საჭიროა საწარმოთა გამსხვილება მასშტაბის ეკონომიის მისაღწევად, ტექნოლოგიების დანერგვა, აგრონომებისა და პროექტის მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება, ჯიშების სწორად შერჩევა, კრიზისების მენეჯმენტი, მოსავლის აღების შემდგომ პროდუქტის ვარგისიანობის გახანგრძლივება და სხვ. სხვადასხვა სახელმწიფო და დონორების პროგრამების გათვალისწინებით სექტორის მიმზიდველობა მაღალია.
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის მთელ რიგ საკითხებთან ერთად კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროდუქტის სტაბილურად მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ამ კუთხით საჭიროა მოსავლის აღების შემდგომ პროდუქციის სწორად შენახვა, დასაწყობება და ხარისხის შენარჩუნება ტრანსპორტირებისას.
საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წმინდა იმპორტიორია, გარდა ხილისა. საქართველო არის ხილის ექსპორტიორი, ხოლო დანარჩენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ბოსტნეული, მარცვლეული, ხორცი) წმინდა იმპორტიორი. ამასთან, კვერცხის და რძის ადგილობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია ხილისა და ხორცის წარმოება, ხოლო ერთწლოვანი კულტურების, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წარმოება შედარებით მერყევია.
ხილის წარმოება 2016-22 წლებში წლიურად საშუალოდ 4.5%-ით გაიზარდა და 642.6 მლნ კგ შეადგინა. ხილის წარმოებაში წამყვანია ყურძენი, ატამი და ვაშლი. აქედან ყურძენი ძირითადად ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებაში გამოიყენება, ხოლო ატამი და ვაშლი წამყვანი საექსპორტო პროდუქტებია. მზარდია ასევე ხილის იმპორტიც, რომელიც 2016-2022 წლებში გაორმაგდა და 91.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის ზრდა ძირითადად იმ პროდუქტებზე მოდის, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს, მაგალითად ბანანი, ავოკადო და ტროპიკული ხილი.
ხილის მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და უფრო მაღალშემოსავლიან ბაზრებზე გასვლა. გალტ & თაგარტის კვლევაში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა კაკლოვნებზე, კენკრასა და ატამზე. ეს პროდუქტები შერჩეულია საქართველოში ამ კულტურის წარმოების მაღალი ზრდის პოტენციალით და ევროკავშირის იმპორტის ზომის მიხედვით. ამასთან, სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ამ კულტურების განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს.
ბოსტნეულის წარმოებამ საქართველოში 333.1 მლნ კგ შეადგინა 2022 წელს. წამყვანი პროდუქტია კარტოფილი, პომიდორი და კიტრი. ამ პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება სეზონურად, თუმცა არასეზონურ თვეებში იმპორტი ბევრად მაღალია. შედეგად, საქართველო ბოსტნეულის წმინდა იმპორტიორია. ბოსტნეულის ჯამურმა თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელმა 2022 წელს 74.5%-ს შეადგინა. ბოსტნეულის ქვე-სექტორისთვის მნიშვნელოვანია სათბურების განვითარება წარმოების სეზონურობის გათვალისწინებით და შესანახი მეურნეობების განვითარება პროდუქტის ვარგისიანობის გასახანგრძლივებლად.
საქართველო მარცვლოვნების იმპორტიორია. 2022 წელს მარცვლოვნების მოხმარებამ 1,000 მლნ კგ შეადგინა, საიდანაც 370.5 მლნ კგ ადგილობრივი წარმოება, ხოლო დანარჩენი იმპორტი იყო, ჯამურად 96.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ხორბალი ძირითადად ფქვილის მისაღებად გამოიყენება და მისი თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 2022 წელს 22%-ს შეადგენდა. შედარებით მაღალია თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი სიმინდის შემთხვევაში და ის 62%-ს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის ბიზნესის ბრუნვამ 2022 წელს 915.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამურად ბიზნეს სექტორის ბრუნვის მხოლოდ 0.7%-ია. სექტორში არსებული 2,700 კომპანიიდან მხოლოდ 7 არის მსხვილი და 32 საშუალო ზომის, რაც სექტორის გამსხვილების პოტენციალზე მიუთითებს. ბიზნესის ზრდის პოტენციალი მაღალია ყველა ქვე-სექტორში როგორც შინამეურნეობების ჩანაცვლების, ასევე კომპანიების გამსხვილების და ახალი საწარმოების შექმნის ხარჯზე. სექტორის ბრუნვის 50.7% მოდის მეცხოველეობის დარგზე, 16.7% მრავალწლოვან კულტურებზე, 12.5% ერთწლოვან კულტურებზე, 7.3% აკვა კულტურაზე, ხოლო დანარჩენი 12.8% დამხმარე მომსახურებებზე.
კვლევის სრული ვერსიის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები