მეთიუ პერის დაკრძალვას მისი ოჯახი და Friends-ის მსახიობები დაესწრნენ
სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი პარასკევს, 3 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში Forest Lawn-ის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის მაიკლ ჯექსონი და ელიზაბეტ ტეილორი არიან დაკრძალული.
დახურულ ცერემონიას მისი ოჯახი და Friends-ის მსახიობები — ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთ ლებლანკი, ლიზა კუდროუ და დევიდ შვიმერი ესწრებოდნენ. მეთიუს გარდაცვალებას შოუს ხუთეული საერთო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ამბობდნენ, რომ ისინი ერთმანეთისთვის ოჯახი იყვნენ და მეგობრის დაღუპვით განადგურებულები არიან.
მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
პერის გარდაცვალების გამო მწუხარება სერიალის შემქმენელებმაც გამოხატეს — მათი თქმით, ძალიან გაუმართლათ, რომ მეთიუ მათი ცხოვრების ნაწილი იყო. მსახიობს Friends-ში ჯენისის როლის შემსრულებელი მეგი უილერიც დაემშვიდობა და თქვა, რომ სიხარული, რომელიც პერიმ მსოფლიოს მოუტანა, იცოცხლებს.
პერის ოჯახის განცხადებით, მეთიუს ტრაგიკული დაღუპვის შემდეგ განადგურებულები არიან და ძალიან აფასებენ სიყვარულს, რომელსაც საზოგადოებისგან იღებენ.
სოციალურ ქსელებში მეთიუ პერის შესახებ პოსტები არ წყდება, ცოტა ხნის წინ კი ფანები ნიუ-იორკში იმ ბინასთან შეიკრიბნენ და ყვავილები მიიტანეს, სადაც Friends-ში მეთიუს პერსონაჟი ჩენდლერი ცხოვრობდა.
მეთიუ პერი გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე პოდკასტში იყო მიწვეული, რომელშიც ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუში Friends-ის მსახიობს ისიც ჰკითხეს, თუ როგორ სურდა სიკვდილის შემდეგ ადამიანებს გეხსენებინათ, რაზეც ასე უპასუხა:
"როცა მოვკვდები, არ მინდა, Friends იყოს პირველი, რაც გაახსენდებათ. მსურს, პირველი ის გაახსენდეთ, რომ ადამიანებს ვეხმარებოდი და ვაპირებ, დარჩენილი ცხოვრება ამის დასამტკიცებლად ვიცხოვრო", — განაცხადა მეთიუ პერიმ.
იხილეთ ასევე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები