თეგეტა გრინ პლანეტმა მგვ-სთან პარტნიორობის შესახებ ბათუმში პრეზენტაცია გამართა
ფოტო: თეგეტა
3 ნოემბერს ბათუმში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციების მიზნებისა და ვალდებულებების შესახებ თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა ორგანიზაციამ, თეგეტა გრინ პლანეტმა, ღონისძიება გამართა.
თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორმა შალვა ახვლედიანმა ორგანიზაციის საქმიანობაზე, ნარჩენების სწორად მართვასა და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ რეგულაციებზე ინფორმაცია პარტნიორებს ამჯერად აჭარის რეგიონში გააცნო.
თეგეტა გრინ პლანეტი თეგეტას კორპორაციულ მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, ნარჩენი ზეთები, აკუმულატორები და საბურავები კომპანიის შეგროვების პუნქტებში ჩააბარონ. ამის შემდეგ თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს სპეციფიკური ნარჩენების ტრანსპორტირებასა და ლიცენზირებულ გადამმუშავებელ კომპანიებში ჩაბარებას.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: "ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორ ორგანიზაციებს გავაცნოთ ის შესაძლებლობები, რასაც თეგეტა გრინ პლანეტი ნარჩენების გადამუშავების კუთხით აძლევს მათ. გვინდა, რომ გარემოზე ზრუნვის საკითხში კიდევ უფრო მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, დადებითი ზეგავლენები გავზარდოთ. თეგეტა გრინ პლანეტის უმთავრესი საზრუნავი სწორედ გარემოს დაცვაა და ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი სპეციფიკური ნარჩენების მართვა, მათი რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენაა. ამ პროცესში მეტი კომპანიის ჩართვით კი პროცესი კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება".
ღონისძიებას, სადაც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს, 80-ამდე ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ბათუმის მერიის წარმომადგენლები და პარტნიორი ორგანიზაციების წევრები.
ფოტო: თეგეტა
სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე: "სასიხარულოა, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე აჭარის რეგიონის ბიზნეს სექტორის მხრიდან დიდი დაინტერესება იყო. მათ დეტალურად გავაცანით მგვ ორგანიზაციების მიზნები. ვფიქრობ, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან ეფექტური იქნება მდგრადი მიზნების მიღწევის გზაზე. რაც შეეხება თეგეტა გრინ პლანეტს მისი საქმიანობა სწორედ ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებზეა აწყობილი. მათ უკვე აქვთ ნარჩენების შეგროვების 45 ლოკაცია და იგეგმება, რომ აჭარის რეგიონში დამატებითი ლოჯისტკის ცენტრებიც გაჩნდეს. მათ შორის შეიქმნას საბურავების, აკუმულატორების, ზეთების გადამამუშავებელი წერტილები. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ცირკულარული ეკონომიკის წახალისებისთვის".
თეგეტასთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია და სწორედ ამ იდეით 2022 წელს ჰოლდინგს კიდევ ერთი შვილობილი ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“ შეემატა. საქართველოს მასშტაბით თეგეტა გრინ პლანეტის 45-ამდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ყაზბეგში, თელავში, გორსა და ფოთში.
--
Tegeta Green Planet თეგეტა ჰოლდინგში შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. პირველ ეტაპზე ორგანიზაცია ზემოაღნიშნულ სპეციფიკურ ნარჩენებს რეგლამენტის მიხედვით აგროვებს, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები